ოთარ ჯანელიძე (1954)
- ️Invalid Date
ძიება
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.
ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.
ოთარ ჯანელიძე
დაბადების თარიღი: | 24 მაისი, 1954 (70 წლის) |
---|---|
კატეგორია: | ისტორიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, იკვლევს საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის პრობლემებს, ქართული კულტურის, საზოგადოებრივი აზროვნების, ემიგრაციის, საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობათა საკითხებსა და სხვა. არის 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 15 მონოგრაფიის, საქართველოს ისტორიაში სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. ოთარ ჯანელიძის პირველი წიგნი "26 მაისიდან 25 თებერვლისაკენ", 1990 წელს გამოქვეყნდა. მისი სამეცნიერო პუბლიკაციები დაბეჭდილია გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, ბულგარულ, თურქულ, რუსულ და უკრაინულ ენებზე. მკვლევარს საერთაშორისო აღიარება მოუტანა პროფესორ ნოდარ ასათიანთან ერთად შექმნილმა წიგნმა "History of Georgia" (2009). 2021 წელს აშშ-ი გამოიცა მისი მონოგრფია "Essays from the History of Georgia : XIX-XX Centuries, Nova Science Publishers".
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "უკრაინის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტობა 1900-1917 წლებში", დაიცვა 1986; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს ეროვნული-დემოკრატიული პარტიის ისტორია 1917-1923 წწ.", დაიცვა 1999 წელს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- გიორგი მაჩაბლის სახელობის ფონდი, პრეზიდენტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი
- ევროპის ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია "ევროკლიოს", ექსპერტი
- ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება, წევრი
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტთან არსებული სადისერტაციო საბჭო, წევრი (2001-2006)
- ჟურნალი "ქართული ემიგრაცია", რედაქტორი
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭო, წევრი
- საქართველოს ისტორიის მასწავლებელთა ასოციაცია, ტრენერი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
ბიბლიოგრაფია
- ამბები საქართველო-გერმანიის ურთიერთობიდან = Stories of Georgian-German relations = Geschichte über georgisch-deutsche Beziehungen (თანაავტორი). - თბილისი, 2023. - 200გვ.. - ISBN: 9789941980220
- კავკასიის ისტორია : 2 ტომად (თანაავტორი) // ტომი 2 / საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია. - თბილისი, არტანუჯი, 2023. - 760გვ.. - ISBN: 9789941504471
- საქმიანი საქართველო, 1801-1921 = Business Georgia, 1801-1921 (თანაავტორი). - თბილისი, შპს ალტერნატიული მედია საშუალება, 2022. - 512გვ.. - ISBN: 9789941850103
- Essays from the History of Georgia : XIX-XX Centuries by Otar Janelidze (ავტორი). - Nova Science Publishers, 2021. - 372p.. - ISBN: 978-1-68507-367-1
- ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი... (ავტორი). - თბილისი, ალტერნატიული მედია საშუალება, 2020. - 432გვ.. - ISBN: 9789941829536
- გიორგი მაჩაბელი = Giorgi Matchabelli : ცხოვრება და მოღვაწეობა (ავტორი). - თბილისი, საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბ-კა, 2019. - 120გვ.. - ISBN: 978-9941-9620-4-2
- თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი. თბილისი 1918-1921 წლებში = The Capital of Free Georgia. Tbilisi in 1918-1921 (თანაავტორი). - თბილისი, 2019. - 228გვ.. - ISBN: 9789941965319
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 1918-1921 (ავტორი). - თბილისი, 2018. - 95გვ.
- საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიია ნარკვევები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა = The essays of the history of the democtatic republic of Georgia (ავტორი). - თბილისი, 2018. - 360გვ.. - ISBN: 978-9941-8-0034-4
- The Democratic Republic of Georgia 1918-1921 (ავტორი). - Tbilisi, 2018. - 92p.. - ISBN: 978-9941-8-0096-2
- ნოე რამიშვილი - საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი პრემიერი (ავტორი). - თბილისი, პეტიტი, 2015. - 107გვ.. - ISBN: 978-9941-9422-6-6
- პოსტსაბჭოთა სინამდვილის ორი დისკურსი: წარსულის პოლიტიზება და ისტორიისინსტრუმენტალიზაცია (ავტორი). - თბილისი, მწიგნობარი, 2014. - 48გვ.. - ISBN: 978-9941-450-60-0
- ნარკვევები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, საარი, 2013. - 398გვ.. - ISBN: 978-9941-427-76-3
- საქართველო და ქართველები : საკითხავი წიგნი : სახელმძღვ. (თანაავტორი). - თბილისი, შპს "ფავორიტი პრინტი", 2013. - 676გვ.. - ISBN: 978-9941-0-5498-3
- უკანასკნელი თერგდალეული : ნიკო ნიკოლაძე (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2010. - 51გვ.. - ISBN: 978-9941-17-147-5
- საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია : მე-19 ს. დამდეგიდან დღემდე (ავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2009. - 248გვ.. - ISBN: 978-9941-12-545-4
- სპირიდონ კედია : მასალები პირადი არქივიდან (წინასიტყ. ავტორი). - თბილისი, ბონა კაუზა, 2007. - 335გვ.. - ISBN: 978-9941-0-0211-3
- საქართველოს ისტორია, XIX საუკუნე : არასპეც. ფაკ. სტუდ. (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 2005. - 212გვ.. - ISBN: 99940-0-173-6
- ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 2002. - 535გვ.. - ISBN: 99928-962-0-5
- სპირიდონ კედია : პოლიტ. პორტრეტი (ავტორი). - თბილისი, მემატიანე, 2002. - 262გვ.
- დახვრეტილი თავისუფლება : წერილები (ავტორი). - თბილისი, ისტ. და ეთნოლოგ. ინ-ტი, 2000. - 156გვ.
- ნიკო ნიკოლაძე : ბიოგრაფიიდან ამოხეული ფურცლები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1998. - 72გვ.. - ISBN: 5-511-00895-8
- საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სათავეებთან (ავტორი). - თბილისი, ნიკე, 1997. - 40გვ.
- ივანე ჯავახიშვილი : ბიოგრაფიის მივიწყებული ფურცლები (ავტორი). - თბილისი, 1996. - 32გვ.