ამბროლაურის აეროპორტი - ვიკიპედია
- ️Fri Jul 10 2015
ამბროლაურის აეროპორტი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამბროლაურის აეროპორტი | |
---|---|
![]() | |
ამბროლაურის აეროპორტი | |
IATA-ს კოდი: არ აქვს – ICAO-ს კოდი: UGAM | |
ინფორმაცია | |
ტიპი | სამოქალაქო |
ემსახურება | ამბროლაური |
ადგილმდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზდ | 560 |
კოორდინატები | 42°31′34″ ჩ. გ. 43°08′09″ ა. გ. / 42.526361° ჩ. გ. 43.13583° ა. გ. |
ამბროლაურის აეროპორტი — ადგილობრივი მნიშვნელობის აეროპორტი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ამბროლაურში, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, სიგანე — 30 მ-ს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი — 600 მ².[1]
აეროდრომს შეეძლება 30-50 მგზავრიანი თვითმფრინავების მომსახურება. სამომავლოდ გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრთა ნაკადის ზრდის შემთხვევაში, ტერმინალის გაფართოებაც.[2]
აეროპორტის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოს თვეში დაიწყო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა 2016 წლის დეკემბერში დასრულდა, ხოლო ტერმინალის — 2017 წლის იანვარში.[3]
წელი | მგზავრთა რაოდენობა | ცვლილება წინა წლებთან შედარებით |
---|---|---|
2017 | 1 723 | ![]() |
2018 | 1 582 | ![]() |
2019 | 1 966 | ![]() |
2020 | 1 214 | ![]() |
2021 |
- ↑ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური. (14 იანვარი, 2017) პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის აეროპორტი გახსნა. საქართველოს მთავრობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-07-10. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2017.
- ↑ ამბროლაურის ახალ აეროპორტში პირველი თვითმფრინავი დაეშვა. businesscontract.ge (14 იანვარი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-19. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2017.
- ↑ Из Тбилиси в регион Рача начали летать самолеты. newsgeorgia.ge (14 იანვარი, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-26. ციტირების თარიღი: 14 იანვარი, 2017.
- ↑ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-23. ციტირების თარიღი: 14 ნოემბერი, 2020.
საერთაშორისო | ||
---|---|---|
ადგილობრივი | ||
უმოქმედო |