ბაირაღი - ვიკიპედია
ბაირაღი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაირაღი (ალამი, დროშა) — ტარზე დამაგრებული ქსოვილის ფართო ნაჭერი. სახელმწიფოს, ეკლესიის ან რაიმე ორგანიზაციის სიმბოლო. ეკლესიის წმიდა დროშა, მაცხოვრის, ღვთისმშობლის, განსაკუთრებით პატივდებული წმინდანთა გამოსახულებით. ჩვეულებრივ ინახება მარჯვენა და მარცხენა კლიროსების ახლოს, საიდანაც დიდ დღესასწაულებზე ჯვრით მსვლელობის დროს გამოაქვთ. ბაირაღი სიმბოლურად მართლმადიდებლობის ამქვეყნად გამარჯვებას მოასწავებს. ასეთი დროშის მატარებელს ბაირახტარი ჰქვია.
ბაირაღს საქართველოს მთიანეთის ზოგ კუთხეში, ხატობის ან სხვა რამ შემთხვევის დროს, გამოასვენებდნენ ხოლმე ტარზე დამაგრებულ ქსოვილს ერთი დიდი ან რამდენიმე პატარა ნაჭრით, რომელზეც წამოცმული იყო ზანზალაკები. ინახებოდა სალოცავში.
- „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“ 2005.
- „მართლმადიდებლის მცირე ლექსიკონი“ 2002.
- საქართველოს ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- აკაკი მეგრელიშვილი, „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“, თბ. 2003
ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ბაირაღი
ეკლესია და საეკლესიო ნივთები | |
---|---|
ამბიონი · ანალოღია · არწივი · აღსავლის კარი · ბაირაღი · ბარძიმი · ბაღდადი · დაფარნა · ემბაზი · ვარსკვლავი · ზარი · ილტონი · კანდელი · კანკელი · კოვზი · კრეტსაბმელი · ლახვარი · ლუსკუმა · ოდიკი · ორსანთელი · რიპიდი · საკმეველი · სამეუფეო სავარძელი · სამსანთელი · სანაწილე · სანთელი · სასანთლე · საცეცხლური · სახარება · სეფისკვერი · სკვნილი · ტაკუკი · უსუპი · ფეშხუმი · ფუნჯი · ქორკანდელი · ღრუბელი · შვიდტოტა სასანთლე · ხატი · ჯვარი |