ka.wikipedia.org

ბალეარის კუნძულები - ვიკიპედია

ბალეარის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბალეარის კუნძულები
ბალეარის კუნძულები

ბალეარის კუნძულები (კატ. Illes Balears, ესპ. Islas Baleares) — ესპანეთის ავტონომიური გაერთიანება და პროვინცია 1983 წლიდან. შედგება 4 დიდი და რამდენიმე მცირე კუნძულისაგან (ფართობი კვ.კმ): მალიორკა (3.500), მენორკა (680), ივისა (572) და ფორმენტერა (115). ტურიზმი აქ ეკონომიკის საფუძველია. კუნძულებს ყოველწლიურად 4-5 მლნ უცხოელი სტუმრობს, ძირითადად ბრიტანელები, გერმანელები, სკანდინავიელები.

უძველეს დროში კართაგენელთა კოლონია იყო, შემდეგ რომაელების, არაბების. 1229-1235 – მალიორკა და ივისა არაგონმა დაიპყრო. 1287 – მინორკა დაიმორჩილა ალფონს III-მ და არაბები განდევნა. 1708 – მინორკა ინგლისელებმა დაიკავეს. 1756 – კუნძულები ფრანგებმა (ჰერცოგი რიშელიე) დაიკავეს. ლეგენდის თანახმად სწორედ ამ დროს შეიქმნა მაიონეზი, სოუსი პორტ-მაოს აღების დღეს შეიქმნა და სპეციალურ სოუსს მაონეზი უწოდეს. 1936-1939 – მალიორკა და ივისა ფრანკისტებს ემორჩილებოდა, მინორკა – რესპუბლიკელებს.

  • სერა-დე-ტრამუნტანა.

  • მთის ქედი მალიორკაზე.

  • პორტ-დე-სოლერი.

    

ესპანეთის ადმინისტრაციული ერთეულები

ავტონომიური გაერთიანება

ესპანეთის დროშა

ავტონომიური ქალაქები
სუვერენული ტერიტორიები

    

ლა-კორუნია · ალავა · ალბასეტე · ალიკანტე · ალმერია · ასტურია · ავილა · ბადახოსი · ბალეარის კუნძულები · ბარსელონა · ბისკაია · ბურგოსი · კასერესი · კადისი · კანტაბრია · კასტელიონი · სეუტა · სიუდად-რეალი · კორდობა · კუენკა · ხერონა · გრანადა · გვადალახარა · გიპუსკოა · უელვა · უესკა · ხაენი · ლას-პალმასი · ლეონი · ლერიდა · ლუგო · მადრიდი · მალაგა · მურსია · ნავარა · ორენსე · პალენსია · პონტევედრა · ლა-რიოხა · სალამანკა · სეგოვია · სევილია · სორია · ტარაგონა · სანტა-კრუს-დე-ტენერიფე · ტერუელი · ტოლედო · ვალენსია · ვალიადოლიდი · სამორა · სარაგოსა