ka.wikipedia.org

ბზიფის ქედი - ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბზიფის ქედი
ბზიფის ქედი
ბზიფის ქედი
კოორდინატები: 43°18′38″ ჩ. გ. 40°42′42″ ა. გ. / 43.310778° ჩ. გ. 40.711778° ა. გ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
უმაღლესი წერტილი კაპიშისტრა
სიმაღლე 3156 
სიგრძე 75 კმ
სიგანე 26 კმ
ამგებელი ქანები პორფირიტი, კირქვა

ბზიფის ქედი — საქართველო

ბზიფის ქედი

ბზიფის ქედი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

ბზიფის ქედი

ბზიფის ქედიქედი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. წარმოადგენს კავკასიონის სამხრეთ გვერდით ქედს, რომელიც მთავარ წყალგამყოფ ქედს გამოეყოფა მდინარეების ბზიფისა და ჩხალთის სათავეებთან.[1]

მიმართულია ზოგადად დასავლეთისაკენ და ბოლოვდება ბზიფის მარცხენა სანაპიროზე, მდინარე გეგის შესართავსა და სოფელ კალდახვარს შორის. სიგრძე დაახლოებით 75 კმ, სიგანე 26 კმ-მდეა. უმაღლესი წერტილია მწვერვალი კაპიშისტრა (3156 მ). მაღალი მწვერვალებია: ძიშრა (2623 მ), ახიბოხი (2515.6 მ), აკუგრა (2511 მ), ხიფსთა (2494 მ), ჭიფშირა (2380 მ), მუხურიშხა (2207 მ), აბაი (2188 მ) და სხვა. უღელტეხილებიდან მნიშვნელოვანია: აჭავჭარა (1795 მ) და დოუ (1390 მ). ბზიფის ქედის ჩრდილო ფერდობზე თანამედროვე მყინვარებია.[1]

ბზიფის ქედი იყოფა სამ ნაწილად. აღმოსავლეთი ნაწილი უმაღლესია, აგებულია ბაიოსური პორფირიტული წყებით, დაფარულია თანამედროვე მცირე მყინვარებით, ძველი გამყინვარების მკაფიო წარმონაქმნებით, შემოსილია ალპური მდელოებით. შუა ნაწილი უდაბლესია, აგებულია იურული წყებებით, დაფარულია ტყეებით. დასავლეთი ნაწილი შუალედური სიმაღლისაა (მთა ჯიშრა), აგებულია ქვედაცარცულ-ზედაიურული კირქვებით. ემჩნევა ძველი გამყინვარების ნიშნები. ინტენსიურადაა დაკარსტული, მოკლებულია ზედაპირულ ჰიდროგრაფიულ ქსელს.[1]

ბზიფის ქედის აღმოსავლეთ განშტოებას წარმოადგენს აფხაზეთის ქედი ანუ ჩხალთის ქედი, რომელიც გადაჭიმულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის პარალელურად. ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ივერიის მთის ჩრდილო კალთაზე, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე, მდებარეობს ახალი ათონის მღვიმე, რომლის სიგრძეა 3285 მ. ძინის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 1975 მ-ზე მდებარეობს თოვლიანი უფსკრული, რომლის სიღრმე 1760 მ-ს შეადგენს.[1]

ბზიფის ქედის სამხრეთ კალთებიდან სათავეს იღებს მდინარე კელასური, კარსტული მდინარე მჭიშთა, ხოლო აღმოსავლეთი კალთიდან მდინარე ააფსთა. ქედის ჩრდილო კალთაზეა მთის ტბა ფსიკვა, რომლის მაქსიმალური სიღრმე 15,5 მ-ს აღწევს.[2][3]

ბზიფის ქედის კალთები და ნაწილობრივ თხემიც 1800-2000 მ სიმაღლემდე ტყის უხვი მცენარეულობით არის შემოსილი; გაბატონებულია ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყე. თხემზე ალპური მდელოებია.[4]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 ლევან მარუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, , 1997. — გვ. 422.
  2. Апхазава И. С. Озера Грузии, Тб., 1975
  3. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  4. მარუაშვილი ლ. საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია. თბილისი, საქ.: ცოდნა, გვ. 120, თბ. 1964. 

    

აბიშირა-ახუბა · ალევის ქედი · ანდის ქედი · ახცუს ქედი · აჩიშხო · ბზიფის ქედი · ბოღოსის ქედი · ბეზენგის კედელი · გიმრის ქედი · გუდამაყრის ქედი · დვალეთის ქედი · ეგრისის ქედი · კლდოვანი ქედი · კიდეგანის ქედი · ლეჩხუმის ქედი · მარკოთხის ქედი · მაკრატელას ქედი · მთიულეთის ქედი · ნაქერალის ქედი · ნუკატლის ქედი · ოხაჩქუის ქედი · პირიქითი ქედი · რაჭის ქედი · სამურის ქედი · საძოვრების ქედი · სვანეთის ქედი · ქართლის ქედი · ყუროს ქედი · შავანის ქედი · შოდა-კედელას ქედი · ხარულის ქედი · ხევსურეთის ქედი

აგეფსთა · ადაი-ხოხი · ადიში · აილამა · ადალა-შუხგელმერი · ალექსანდრე ჯაფარიძის მწვერვალი · ამუგო · ასმაში · ბაზარდუზუ · ბუბა · ბურჭულა · ბაშილი · ბაშყარა · გვანდრა · გალავდური · გისტოლა · დანოსმთა · დიკლოსმთა · დიულთიდაღი · დიხთაუ · დიდი ბორბალო · დომბაიულგენი · ვახუშტის მწვერვალი · თებულოსმთა · თეთნულდი · თოთი · იალბუზი · კათინთაუ · კაპიშისტრა · კარეტა · ლაბოდა · ლალვერი · ლაქუცა · ლაჰილი · ლაღზწითი · ლუხუნისწვერი · ლელააშხა · ლაღორა · ლაკუმურაშდუდი · ლეხზირი · მაილი · მაისტისმთა · მარტინისმაღალი · მილიონა · მიჟირგი · მყინვარწვერი · ნამყვამი · ნინიგორა · ოთეფურა · აღმოსავლეთი ჯანღა · საუხოხი · სამერცხლე · სუათისი · ტეპლი · ტიხტენგენი · უილფათა · უშბა · ფშიში · ქომიტო · ყოშთანთაუ · ყურო · შავი კლდე · შანი · ჩათინი · შაჰდაღი · შოთა რუსთაველის მწვერვალი · შხარა · შხელდა · წითელი ხატი · წიო · ჭანჭახისწვერი · ჭაუხი · ჭეშოსმთა · ჭითაგვალა · ჭიჩო · ხალაწა · ჯანღა · ჯიმარა

აბანო · ამანაუზი · ასმაში · აწუნთა · ბაშილი · ბახფანდაგი · ბეჩო · გეზევცეკი · გოითხა · დოუ · ვანთლიაშეთი · ზეკარი · თებულო · თრუსო · ლაბა · ლასხედარი · ლიჭადი · მაილი · მამისონი · მარუხი · მაჩხალროსო · ნაკრა · პტიში · რიკოთი · როკი · სამყინოსღელე · სანჩარო · საფრიჭა · საყორნე · სურამი · უყერიჩო · ქაჩუ · ქერიღო · ქლუხორი · ღები · ყადორი · წანერი · ჭაუხი · ჯვარი