ბობ დილანი - ვიკიპედია
- ️Sat May 24 1941
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბობ დილანი | |
---|---|
![]() დილანი Azkena Rock Festival-ზე, ესპანეთი, 2010 წლის ივნისი | |
დაბადების სახელი | რობერტ ალენ ციმერმანი |
დაბადების თარიღი |
24 მაისი, 1941 (83 წლის) დულუთი, მინესოტა, აშშ |
რეზიდენცია | მალიბუ, კალიფორნია, აშშ |
სხვა სახელები |
|
საქმიანობა |
|
აქტიური | 1959–დღემდე[1] |
მეუღლე(ები) |
სარა დილანი (იქ. 1965; გყრ. 1977) კეროლინ დენისი (იქ. 1986; გყრ. 1992) |
შვილ(ებ)ი | 6, მათ შორის – ჯესი და ჯეიკობი |
ჯილდოები |
ნობელის ჯილდო ლიტერატურის დარგში (2016) (იხ. აგრეთვე სრული სია) |
ჟანრ(ებ)ი | |
ინსტრუმენტ(ებ)ი |
|
ლეიბლ(ებ)ი | |
ასოციაციები | |
საიტი | bobdylan.com |
ბობ დილანი (ინგლ. Bob Dylan, ნამდვილი სახელი — რობერტ ალენ ციმერმანი (ინგლ. Robert Allen Zimmerman(; დ. 24 მაისი, 1941, დულუთი, აშშ) — ამერიკელი სიმღერების ავტორი, მომღერალი, მხატვარი და მწერალი. ხუთ ათწლეულზე მეტია გასული, რაც იგი გავლენიანია პოპულარულ მუსიკაში. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები დაიწერა 1960-იანებში, როდესაც „თაობის ხმად“ ჩამოყალიბდა[2], სიმღერებით „Blowin' in the Wind“ და „The Times They Are a-Changin'“, რომლებიც სამოქალაქო და ანტისაომარი მოძრაობების ჰიმნებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითად მუსიკალურ ბაზად იყენებდა ხალხურ მუსიკას, 1965 წელს „Like a Rolling Stone“-ით ძალები უფრო პოპულარულ მუსიკაში მოსინჯა.
დილანის ტექსტები მოიცავს პოლიტიკურ, სოციალურ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ თემებს. მათში პოპულარული მუსიკის არსებული საზღვრები გაფართოვდა და მიიზიდა 1960-იანების კონტრკულტურის წარმომადგენელთა ყურადღება. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად შთაგონებული იყო ლიტლ რიჩარდის გამოსვლებით და ვუდი გათრის, რობერტ ჯონსონის და ჰენკ უილიამსის კომპოზიციური სტილისტიკით, შემდგომში დილანმა სხვა მუსიკალური ჟანრებიც მოირგო. 50 წელზე მეტი ხანგრძლივობის მქონე კარიერის პერიოდში მისმა მუსიკამ მოიცვა ხალხური, ბლუზური და ქანთრის თემებიდან გოსპელურ, როკ-ენ-როლურ და როკაბილის ჟანრებამდე, ისევე, როგორც ინგლისური, შოტლანდიური და ირლანდიური ხალხური მუსიკის, ჯაზის და დიდი ამერიკული სიმღერების წიგნის ელემენტები. დილანი უკრავს გიტარაზე, კლავიშებიან საკრავებზე და ჰარმონიკაზე. 1980-იანებიდან იგი ცვალებადი შემადგენლობით გამოდის კონცერტების სერიით Never Ending Tour. მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის და შემსრულებლის სახით უფრო ცნობილია, ასევე აღსანიშნავია მისი, როგორც კომპოზიტორის წვლილი. 1994 წლიდან მოყოლებული გამოსცა ნახატების რამდენიმე ფოტოალბომიც, ხოლო მისი ნამუშევრები გამოიფინა მსოფლიოს წამყვან სამხატვრო გალერეებში.
როგორც მუსიკოსს, ბობს გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი ალბომი, რითაც ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვაში შემსრულებელია. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის – 11 გრემი, ერთი ოქროს გლობუსი და ერთი ოსკარი. იგი არის როკ-ენ-როლის, მინესოტას, ნეშვილის და სიმღერების ავტორების დიდების დარბაზებისს წევრი. 2008 წელს პულიცერის პრემიის ჟიურისგან მიენიჭა სპეციალური ჯილდო „პოპულარულ მუსიკასა და ამერიკულ კულტურაზე ღრმა გავლენისთვის, რაც აღინიშნება საოცარი პოეტური ძალის მქონე ლირიკული კომპოზიციებით“. 2012 წლის მაისში დილანმა მიიღო თავისუფლების მედალი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან. 2016 წელს მას მიენიჭა ნობელის ჯილდო ლიტერატურის დარგში „დიდ ამერიკულ სიმღერების ტრადიციაში ახალი პოეტური ექსპრესიების შექმნისთვის“[3][4].
- Bob Dylan (1962)
- The Freewheelin' Bob Dylan (1963)
- The Times They Are a-Changin' (1964)
- Another Side of Bob Dylan (1964)
- Bringing It All Back Home (1965)
- Highway 61 Revisited (1965)
- Blonde on Blonde (1966)
- John Wesley Harding (1967)
- Nashville Skyline (1969)
- Self Portrait (1970)
- New Morning (1970)
- Pat Garrett & Billy the Kid (1973)
- Dylan (1973)
- Planet Waves (1974)
- Blood on the Tracks (1975)
- The Basement Tapes (1975)
- Desire (1976)
- Street Legal (1978)
- Slow Train Coming (1979)
- Saved (1980)
- Shot of Love (1981)
- Infidels (1983)
- Empire Burlesque (1985)
- Knocked Out Loaded (1986)
- Down in the Groove (1988)
- Oh Mercy (1989)
- Under the Red Sky (1990)
- Good as I Been to You (1992)
- World Gone Wrong (1993)
- Time Out of Mind (1997)
- Love and Theft (2001)
- Modern Times (2006)
- Together Through Life (2009)
- Christmas in the Heart (2009)
- Tempest (2012)
- Shadows in the Night (2015)
- Fallen Angels (2016)
- Triplicate (2017)
- Rough and Rowdy Ways (2020)
- Shadow Kingdom (2023)
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბობ დილანი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ბობ დილანი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Expecting Rain – ახალი ამბები
- BobLinks – კონცერტები და სეტლისტები
- Bjorner's Still on the Road – ხმისჩამწერი სესიები და გამოსვლები
- ↑ Bob Dylan დაარქივებული 2018-04-01 საიტზე Wayback Machine. . The Rock and Roll Hall of Fame and Museum
- ↑ Nobel laureate Bob Dylan: uneasy ‘voice of a generation’. inquirer.net (October 14, 2016).
- ↑ The Nobel Prize in Literature 2016. Nobelprize.org (October 13, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-09-20. ციტირების თარიღი: 2016-10-13.
- ↑ Bob Dylan wins 2016 Nobel Prize for Literature. CNN (October 13, 2016). ციტირების თარიღი: 2016-10-19.
ოცი საუკეთესო ვოკალისტი (როლინგ სტოუნის მიხედვით) |
---|
|
ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში | ||
---|---|---|
1901–1925 | სიული პრიუდომი (1901) • თეოდორ მომზენი (1902) • ბიორნსტიერნე ბიორნსონი (1903) • ფრედერიკ მისტრალი / ხოსე ეჩეგარაი (1904) • ჰენრიკ სენკევიჩი (1905) • ჯოზუე კარდუჩი (1906) • რადიარდ კიპლინგი (1907) • რუდოლფ ოიკენი (1908) • სელმა ლაგერლოფი (1909) • პაულ ფონ ჰაიზე (1910) • მორის მეტერლინკი (1911) • გერჰარტ ჰაუპტმანი (1912) • რაბინდრანათ თაგორი (1913) • რომენ როლანი (1915) • ვერნერ ფონ ჰეიდენსტამი (1916) • კარლ გელერუპი / ჰენრიკ პონტოპიდანი (1917) • კარლ შპიტელერი (1919) • კნუტ ჰამსუნი (1920) • ანატოლ ფრანსი (1921) • ხაკინტო ბენავენტე (1922) • უ. ბ. იეიტსი (1923) • ვლადისლავ რეიმონტი (1924) • ჯორჯ ბერნარდ შოუ (1925) | |
1926–1950 | გრაცია დელედა (1926) • ანრი ბერგსონი (1927) • სიგრიდ უნსეტი (1928) • თომას მანი (1929) • სინკლერ ლუისი (1930) • ერიკ აქსელ კარლფელდტი (1931) • ჯონ გოლზუორთი (1932) • ივანე ბუნინი (1933) • ლუიჯი პირანდელო (1934) • იუჯინ ო’ნილი (1936) • როჟე მარტინ დიუ გარი (1937) • პერლ ბაკი (1938) • ფრანს ემილ სილანპაა (1939) • იოჰანეს ვილჰელმ იენსენი (1944) • გაბრიელა მისტრალი (1945) • ჰერმან ჰესე (1946) • ანდრე ჟიდი (1947) • ტომას სტერნზ ელიოტი (1948) • უილიამ ფოლკნერი (1949) • ბერტრან რასელი (1950) | |
1951–1975 | პერ ლაგერკვისტი (1951) • ფრანსუა მორიაკი (1952) • უინსტონ ჩერჩილი (1953) • ერნესტ ჰემინგუეი (1954) • ჰალდორ ლაქსნესი (1955) • ხუან რამონ ხიმენესი (1956) • ალბერ კამიუ (1957) • ბორის პასტერნაკი (1958) • სალვატორე კვაზიმოდო (1959) • სენ-ჟონ პერსი (1960) • ივო ანდრიჩი (1961) • ჯონ სტეინბეკი (1962) • გიორგოს სეფერისი (1963) • ჟან-პოლ სარტრი (უარი თქვა ჯილდოზე) (1964) • მიხეილ შოლოხოვი (1965) • შმუელ აგნონი / ნელი ზაქსი (1966) • მიგელ ანხელ ასტურიასი (1967) • იასუნარი კავაბატა (1968) • სემიუელ ბეკეტი (1969) • ალექსანდრე სოლჟენიცინი (1970) • პაბლო ნერუდა (1971) • ჰაინრიხ ბიოლი (1972) • პატრიკ უაიტი (1973) • ეივინდ იუნსონი / ჰარი მარტინსონი (1974) • ეუჟენიო მონტალე (1975) | |
1976–2000 | სოლ ბელოუ (1976) • ვისენტე ალეიქსანდრე (1977) • ისააკ ბაშევის ზინგერი (1978) • ოდისეას ელიტისი (1979) • ჩესლავ მილოში (1980) • ელიას კანეტი (1981) • გაბრიელ გარსია მარკესი (1982) • უილიამ გოლდინგი (1983) • იაროსლავ სეიფერტი (1984) • კლოდ სიმონი (1985) • უოლე შოინკა (1986) • იოსიფ ბროდსკი (1987) • ნაჯიბ მაჰფუზი (1988) • კამილო ხოსე სელა (1989) • ოქტავიო პასი (1990) • ნადინ გორდიმერი (1991) • დერეკ უოლკოტი (1992) • ტონი მორისონი (1993) • კენძაბურო ოე (1994) • შეიმას ჰინი (1995) • ვისლავა შიმბორსკა (1996) • დარიო ფო (1997) • ჟოზე სარამაგო (1998) • გიუნტერ გრასი (1999) • გაო სინძიანი (2000) | |
2001–დღემდე | ვიდიადჰარ ნაიპოლი (2001) • იმრე კერტესი (2002) • ჯონ მაქსველ კუტზეე (2003) • ელფრიდე იელინეკი (2004) • ჰაროლდ პინტერი (2005) • ორჰან ფამუქი (2006) • დორის ლესინგი (2007) • ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო (2008) • ჰერტა მიულერი (2009) • მარიო ვარგას ლიოსა (2010) • ტომას ტრანსტრიომერი (2011) • მო იენი (2012) • ელის მანრო (2013) • პატრიკ მოდიანო (2014) • სვეტლანა ალექსიევიჩი (2015) • ბობ დილანი (2016) • იშიგურო კაძუო (2017) • ოლგა ტოკარჩუკი (2018) • პეტერ ჰანდკე (2019) • ლუიზა გლიუკი (2020) • აბდულრაზაკ გურნა (2021) • ანი ერნო (2022) • იუნ ფოსე (2023) • ჰან კანი (2024) | |
← | |
---|---|
ფიზიოლოგია და მედიცინა | |
ფიზიკა | |
ქიმია | |
ლიტერატურა | |
მშვიდობა | |
ეკონომიკა |
როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში 1988 წელს შესული შემსრულებლები | |
---|---|
შემსრულებლები |
|
ადრეული შთაგონება | |
შესრულების გარეშე (აჰმეტ ერტეგუნის სახელობის ჯილდო) |