ბოლოკი - ვიკიპედია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლოკი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Raphanus sativus | |||||||||||||
|
ბოლოკი (ლათ. Raphanus sativus, var. major) — ორწლოვანი ბოსტნეული ძირხვენა მცენარე კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ყვავილედი მტევანი, ნაყოფი — უხსნადი ჭოტი. დამტვერვა ჯვარედინი. ძირხვენა მსხვილია, იწონის 200 გ-იდან 4-5 კგ-მდე, ფორმით მომრგვალო — მოგრძო-კონუსისებრი; კანი თეთრი, შავი, რუხი, ყვითელი, იისფერი ან ღია წითელია.
საჭმელად იყენებენ ნედლად. ძირხვენა შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, ცხიმებს, უჯრედისს, ნაცარს, C ვიტამინსა და ფერმენტებს. ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გავრცელებულია მთელ მსოფლიოში.
საქართველოში დარაიონებული ჯიშებია: „ზამთრის თეთრი“, „ზამთრის შავი“, „ჩინური ადგილობრივი“. ბოლოკს მრავალი კულტურული სახესხვაობა აქვს, ერთ-ერთი მათგანია თვის ბოლოკი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, , 1977. — გვ. 455.
ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ბოლოკი