ka.wikipedia.org

განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) - ვიკიპედია

განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოფელი
განახლება
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გულრიფშის მუნიციპალიტეტი
თემი განახლება
კოორდინატები 42°56′05″ ჩ. გ. 41°16′55″ ა. გ. / 42.93472° ჩ. გ. 41.28194° ა. გ.
ადრეული სახელები ანასტასიევკა
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995

განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — საქართველო

განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) — გულრიფშის მუნიციპალიტეტი

განახლება (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)

განახლება (ყოფილი ანასტასიევკა) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: ნაა, ტეხი, ჩერნიგოვკა, ჭალა, ხუმუშქური). ზღვის დონიდან 130 მ, შავი ზღვიდან 15 კმ, გულრიფშიდან 20 კმ, დრანდიდან 13 კმ.

1943 წლის 11 სექტემბრამდე ეწოდებოდა ანასტასიევკა.[1] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მეცხოველეობა, მეჩაიეობა.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

  1. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949

    

გულრიფშის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები

აბლუხვარა · აგიში · აზანთა · ათარბეკოვკა · ალექსანდროვკა · ამზარა · ამტყელი · არასარა · არღუნია · აჭანდარა · ბაბუშარა · ბაღმარანი · ბუდუკი · განახლება · გეორგიევსკოე · გერგემიში · დრანდა · ესტონკა · ვარჩა · ველი · ვლადიმიროვკა · ზეგანი · ზენობანი · ზემო აფიანჩა · ზემო გულრიფში · ზემო ლათა · ზემო მაჭარა · ზემო ფშაფი · ზემო წყარო · თხუბუნი · კადარი · კელასური (მაჭარის თემი) · კელასური 1 · კელასური 2 · კირნათი · ლათა · მარანი · მარდახუჭი · მაჭარა · მეორე ბაგაჟიაშთა · მერხეული · მეტელევკა · მზისეული · მიასნიკოვკა · მრამბა · ნაა · ოქტომბერი · ოჯიბინა · პანტა · პირველი ბაგაჟიაშთა · პოლტავა-ალექსანდროვსკოე · ტეხი · ფარნაუთი · ფშაფი · ქვემო აფიანჩა · ქვემო მერხეული · ქვემო ფშაფი · ქვემო წყარო · ქვენობანი · ღურზული · ყადა · ყორასი · შაუმიანოვკა · შმათი · შუამთა · ჩერნიგოვკა (განახლების თემი) · ჩერნიგოვკა (მერხეულის თემი) · წებელდა · წიფლოვანი · ჭალა · ხიზარუხა · ხუმუშქური (განახლების თემი) · ხუმუშქური (ვლადიმიროვკის თემი) · ჯამპალი