ka.wikipedia.org

დასავლეთი კავკასიონი - ვიკიპედია

  • ️Wed Jul 02 2008

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დასავლეთი კავკასიონი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები ix, x
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 44°00′00″ ჩ. გ. 40°00′00″ ა. გ. / 44.00000° ჩ. გ. 40.00000° ა. გ.
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 900
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.

დასავლეთი კავკასიონიკავკასიონის მთების დასავლეთი ნაწილი, შავი ზღვიდან მწვერვალ იალბუზამდე. იგი მოიცავს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც მდებარეობს რუსეთის ფედრაციის ტერიტორიაზე, ქალაქ სოჭიდან 50 კმ-ით ჩრდილოეთით და წარმოადგენს კავკასიონის დასავლეთ კიდეს. იუნესკოს სპეციალისტთა შეფასებით, ეს ევროპის მთათა სისტემებს შორის ერთადერთი ადგილია, რომელსაც ადამიანის ზემოქმედება არ შეხებია.

ტერიტორია მოიცავს კავკასიის სახელმწიფო ბუნებრივ ბიოსფერულ ნაკრძალს (რუს. Кавказский государственный природный биосферный заповедник), რომელიც 1924 წელს საბჭოთა მთავრობამ შექმნა ევროპაში ყველაზე მაღალი ხის, 85 მეტრი სიმაღლის ნორმანდიული სოჭის, ურთხელის უნიკალური ტყეებისა და ჩვეულებრივი ბზის დაცვის მიზნით. ამ ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს სოჭის ეროვნული პარკი.

ამ ტერიტორიაზე ასევე ბინადრობდნენ კავკასიური დომბები, რომელთა უკანასკნელი გარეული წარმოამდგენელი 1927 წელს იქნა მოკლული.

    

კულტურული

წმინდა სერგის სამების ლავრა · კოლომენსკოეს ამაღლების ეკლესია · დერბენტი · სოლოვეცკის კუნძულების კულტურული და ისტორიული ანსამბლი · კურშის ცელა · ფერაპონტოვის მონასტერი · ნოვოდევიჩის მონასტერი · ყაზანის კრემლი · სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლთა კომპლექსები: (ცარსკოე-სელო, პეტერგოფი, პავლოვსკი, სტრელნა, გატჩინა, ლომონოსოვი, როპშა, პულკოვო, შლისელბურგი, კრონშტადტი) · იაროსლავლის ისტორიული ცენტრი · ნოვგოროდის ისტორიული მონუმენტები · კიჟი · მოსკოვის კრემლი და წითელი მოედანი · სტრუვეს გეოდეზიური რკალი · ვლადიმირისა და სუზდალის თეთრი მონუმენტები · ბულგარი · სვიაჟსკის მიძინების მონასტერი · ფსკოვის არქიტექტურული სკოლის ეკლესიები · ონეგის ტბისა და თეთრი ზღვის პეტროგლიფები · ყაზანის ფედერალური უნივერსიტეტის ასტრონომიული ობსერვატორია

ბუნებრივი