ka.wikipedia.org

ენგური - ვიკიპედია

ენგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენგური

ენგურის კაშხალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები აფხაზეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მარჯვენა შენაკადები ადიშჭალა, ხალდეჭალა, მულხრა, დოლრაჭალა, ნაკრა, ნენსკრა
მარცხენა შენაკადები თხეიში, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი
სათავე ენგურის მყინვარი
42°57′41″ ჩ. გ. 43°07′40″ ა. გ. / 42.96139° ჩ. გ. 43.12778° ა. გ.
სათავის სიმაღლე 2614 მ
შესართავი შავი ზღვა
42°23′28″ ჩ. გ. 41°33′35″ ა. გ. / 42.39111° ჩ. გ. 41.55972° ა. გ.
შესართავის სიმაღლე 0 მ
სიგრძე 213 კმ
აუზის ფართობი 4060 კმ²

ენგური — საქართველო

ენგური

ენგური

ენგური — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

ენგური

ენგური

— სათავე, — შესართავი
ენგური ვიკისაწყობში

ენგური (აფხ. Егры [ეგრჷ], მეგრ. ინგირწყარი, სვან. ენგურ) — მდინარე დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავე აქვს ენგურის მყინვარზე, ზღვის დონიდან 2614 მ-ზე. სოფ. ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 213 კმ, აუზის ფართობი 4060 კმ². მთავარი შენაკადებია - მარჯვენა: ადიშჭალა, ხალდეჭალა, მულხრა, დოლრაჭალა, ნაკრა, ნენსკრა; მარცხენა: თხეიში, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი და სხვა. ენგური ზემოთში კვეთს სვანეთის ქვაბულს, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ზემოთსა და შუა დინებაში მდინარის კალაპოტი ზოგან ჭორომიანია. ქალაქ ჯვართან მდინარე გამოდის კოლხეთის დაბლობზე, ქმნის ფართო ხეობას და იტოტება. სოფ. რუხთან იყოფა ორ ტოტად, რომელთა შორის მოთავსებულია 12 კმ სიგრძისა და 0,5-2,0 კმ სიგანის კუნძული. მასზე გაშენებულია სოფ. შამგონა.

ენგური შერეული საზრდოობის მდინარეა; ზემოთში წლიური ჩამონადენის 66 %-ს შეადგენს თოვლისა და მყინვარის წყალი, 22 %-ს გრუნტის წყალი, 12 %-ს წვიმის წყალი, ქვემოთში შესაბამისად - 18 %, 26 % და 56 %-ს. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ხაიშთან 109 მ³/წმ უდრის შესართავთან 170 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. სოფ. ლახამულიდან სოფ. შამგონამდე ენგურს იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, ქვემოთში - სარწყავად, ენგურ-გალის სარწყავი არხის საშუალებით. ქალაქ ჯვართან აშენდა ენგურის ჰიდროელექტროსადგური. სოფ. ტობართან დაპროექტებულია 750 ათ. კვტ სიმძლავრის ტობარჰესის მშენებლობა. ენგურის გასწვრივ გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი.

  • მდინარე ენგური სათავესთან. უკანა ფონზე უშგულის ლამარია

    მდინარე ენგური სათავესთან. უკანა ფონზე უშგულის ლამარია

  • მდინარე ენგურის ხეობა. ხედი სოფელ წვირმიდან

    მდინარე ენგურის ხეობა. ხედი სოფელ წვირმიდან

    

კავკასიონის მდინარეები

სამხრეთი ფერდობი
ჩრდილოეთი ფერდობი

    

ზღვა

საქართველო

მდინარეები

აბაშა · ალაზანი · ალგეთი · არაგვი · არღუნი · ასა · აჭარისწყალი · ბზიფი · გუბაზეული · გუბისწყალი · გუმისთა · დებედა · დურუჯი · ენგური · თერგი · თეძამი · თუშეთის ალაზანი · იორი · კელასური · კინტრიში · კოდორი · ლეხურა · ლიახვი · მაშავერა · მეჯუდა · მთიულეთის არაგვი · მტკვარი · ნატანები · ნენსკრა · პირიქითი ალაზანი · რიონი · სულორი · სუფსა · ტანა · ტეხური · ურაველი · ფარავანი · ფოცხოვისწყალი  · ფსოუ · ქვაბლიანი · ქსანი · ქცია-ხრამი · ღალიძგა · ყვირილა · ჩხალთა · ჩხერიმელა · ცივი · ცხენისწყალი · ძამა · ძირულა · ჭოროხი · ხანისწყალი · ხობისწყალი · ჯეჯორა

ტბები

აბუდელაურის ტბა · ამტყელის ტბა · არჩვების ტბა · ბაზალეთის ტბა · ბუღდაშენის ტბა · ერწოს ტბა · კარწახის ტბა · კუმისის ტბა · კუს ტბა · ლისის ტბა · მადათაფა · მწვანე ტბა · პალიასტომი · პატარა რიწა · რიწა · საღამოს ტბა · ტაბაწყური · ტობავარჩხილი · ფარავანი · ქვედის ტბა · ყელის ტბა · ცისფერი ტბა · წუნდის ტბა · ხანჩალი · ჯანდარის ტბა

წყალსაცავები

ალგეთის წყალსაცავი · გალის წყალსაცავი · გუმათის წყალსაცავი · დალის მთის წყალსაცავი · ვარციხის წყალსაცავი · ზონკარის წყალსაცავი · თბილისის ზღვა · იაყუბლოს წყალსაცავი · ლაჯანურის წყალსაცავი · ნადარბაზევის ტბა · ჟინვალის წყალსაცავი · სიონის წყალსაცავი · ტყიბულის წყალსაცავი · ყვარლის წყალსაცავი · შაორის წყალსაცავი · წალკის წყალსაცავი · ჯვრის წყალსაცავი

არხები

ალაზნის არხი · აჯამეთის არხი · გარდაბნის არხი · დიდი რუ · დოეს-გრაკალის არხი · ვანათის არხი · ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა · თეზ-ოკამის არხი · კეხვის არხი · ლამბალოს არხი · მაშველი არხი · მუხრანის არხი · სადახლოს არხი · სალთვისის არხი · სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხი · სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხი · სკრა-ქარელის არხი · ტაშისკარის არხი · ტირიფონის არხი

    

აბაშა  • ადიშჭალა  • დარჩი  • დოლრაჭალა  • ენგური  • ზანა  • თხეიში  • კაპარჭინა  • კასლეთი  • ლაილჭალა  • ლარაკვაკვა  • ლასილი  • ლახამი  • მაგანა  • მესტიაჭალა  • მულხრა  • ნაკრა  • ნენსკრა  • ნოღელა  • ოკალმახე  • ოლორი  • ოჩხომური  • ტეხური  • ტობა  • ჩხოუში  • ცივი  • წაჩხურა  • ჭანისწყალი  • ჭურია  • ხობისწყალი  • ჯუმი