ვანაძორი - ვიკიპედია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი | |
---|---|
ვანაძორი Վանաձոր | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
რეგიონი | ლორეს პროვინცია |
კოორდინატები | 40°48′46″ ჩ. გ. 44°29′18″ ა. გ. / 40.81278° ჩ. გ. 44.48833° ა. გ. |
დაარსდა | 1828 |
ადრეული სახელები |
ყარაქილისი (1935 წლამდე) კიროვაკანი (1993 წლამდე) |
ამჟამინდელი სტატუსი | 1828 |
ფართობი | 25.1 კვადრატული კილომეტრი |
ცენტრის სიმაღლე | 1350±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | სომხური ენა |
მოსახლეობა | 116 929 კაცი (2008) |
სასაათო სარტყელი | UTC+4, ზაფხულში UTC+5 |
სატელეფონო კოდი | +374 (322) |
საფოსტო ინდექსი | 2001-2024 |
საავტომობილო კოდი | 36 |
ოფიციალური საიტი | vanadzor.am |
ვანაძორი — ქალაქი სომხეთში. იგი სიდიდით მესამეა ერევნისა და გიუმრის შემდეგ, ლორის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს თბილისი-გიუმრის სარკინიგზო ხაზზე, ბაზუმისა და პამბაკის ქედებს შორის არსებულ მთათაშორის ქვაბულში. მოსახლეობა 116 929 ადამიანი (2008). ძირითადად ცხოვრობენ სომხები, მცირე რაოდენობით რუსი, ბერძენი და უკრაინელი. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ქიმიური და მსუბუქი მრეწველობა. მოქმედებს თბოელექტროსადგური.
ქალაქის წინა სახელია ყარაქილისი (თურქულად "შავი ეკლესია"). 1935 წელს სერგეი კიროვის გარდაცვალების შემდეგ მის პატივსაცემად ეწოდა კიროვაკანი. ქალაქმა თანამედროვე სახელწოდება მიიღო 1993 წელს. ვანაძორში მდებარეობს ოვანეს თუმანიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ერევნის არქიტექტურის უნივერსიტეტის ფილიალი, სახელმწიფო აგრარული აკადემია, ჰოვანეს აბელიანის სახელობის დრამატული თეატრი და თოჯინების თეატრი.