ვარჩა - ვიკიპედია
ვარჩა
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარჩა[2][3] (აფხ. Уарча [უარჩა]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ბაბუშარის თემი).
მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 20 მ-ზე, გულრიფშიდან 21 კმ-ში, დრანდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ-ში.
სოფლის სახელწოდებას საფუძვლად უდევს მეგრული „ოჩეს“ („დიდი ყანა“) ვარიანტი „ორჩე“, რომლისგანაც მიიღეს აფხაზური უარჩა. 1886 წელს სოფელი ავარჩე იხსენიება გუმისთის უბანში. 1930 წლიდან უარჩე ბაბუშარას თემში შედიოდა.[4] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ხე-ტყის დასამუშავებელი საამქრო, დასასვენებელი ბაზა. 1989 წლის აღწერით იყო 2677 მცხოვრები, უმრავლესობა — ქართველები. ვარჩაში დაიბადა აფხაზი მწერალი დიმიტრი გულია.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, , 2014. — გვ. 183-184.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, , 1979. — გვ. 315.
- ↑ აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობა, 1989
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, , 2009. — გვ. 66.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, , 1987. — გვ. 41.
- ↑ ხორავა ბ., ცხადაია პ., აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 91.
გულრიფშის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები | ||
---|---|---|
აბლუხვარა · აგიში · აზანთა · ათარბეკოვკა · ალექსანდროვკა · ამზარა · ამტყელი · არასარა · არღუნია · აჭანდარა · ბაბუშარა · ბაღმარანი · ბუდუკი · განახლება · გეორგიევსკოე · გერგემიში · დრანდა · ესტონკა · ვარჩა · ველი · ვლადიმიროვკა · ზეგანი · ზენობანი · ზემო აფიანჩა · ზემო გულრიფში · ზემო ლათა · ზემო მაჭარა · ზემო ფშაფი · ზემო წყარო · თხუბუნი · კადარი · კელასური (მაჭარის თემი) · კელასური 1 · კელასური 2 · კირნათი · ლათა · მარანი · მარდახუჭი · მაჭარა · მეორე ბაგაჟიაშთა · მერხეული · მეტელევკა · მზისეული · მიასნიკოვკა · მრამბა · ნაა · ოქტომბერი · ოჯიბინა · პანტა · პირველი ბაგაჟიაშთა · პოლტავა-ალექსანდროვსკოე · ტეხი · ფარნაუთი · ფშაფი · ქვემო აფიანჩა · ქვემო მერხეული · ქვემო ფშაფი · ქვემო წყარო · ქვენობანი · ღურზული · ყადა · ყორასი · შაუმიანოვკა · შმათი · შუამთა · ჩერნიგოვკა (განახლების თემი) · ჩერნიგოვკა (მერხეულის თემი) · წებელდა · წიფლოვანი · ჭალა · ხიზარუხა · ხუმუშქური (განახლების თემი) · ხუმუშქური (ვლადიმიროვკის თემი) · ჯამპალი |