ვენესუელელები - ვიკიპედია
- ️Wed May 13 2009
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენესუელელები | |
---|---|
საერთო მოსახლეობა | |
±30,000,000 | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
![]() |
27 800 000 |
![]() |
220,000[1] |
![]() |
150,000 |
![]() |
100,000 |
![]() |
8,035[2] |
![]() |
2000 |
ენები | ესპანური და ადგილობრივი ენები |
რელიგიები | ძირითადად კათოლიციზმი, ასევე სხვა მცირე რელიგიური ჯგუფები. მკვიდრი მოსახლეობა ძირითადად არის ანიმიზმის მიმდევარი |
ვენესუელელები — მრავალეთნიკური ერი, რომელიც ცხოვრობს სამხრეთ ამერიკაში, ვენესუელის ტერიტორიაზე. ვენესუელელების უმეტესობა არის კათოლიკე და საუბრობს ესპანურად. ისინი წარმოადგენენ ევროპელების, აფრიკელებისა და ინდიელების ნარევს.
2006 წელს დაახლოებით 28 მილიონი ადამიანით ვენესუელა წარმოადგენს მოსახლეობის რაოდენობით მეექვსე ქვეყანას ლათინურ ამერიკაში,[3] ბრაზილიის, მექსიკის, არგენტინის, კოლუმბიისა და პერუს შემდეგ.
მოსახლეობის 90%-ზე მეტი ცხოვრობს ურბანულ ტერიტორიებზე, რაც მსოფლიოში საშუალო მაჩვევნებელზე ბევრით მეტია. წიგნიერების მაჩვენებელი შეადგენს 98%-ს რაც ასევე დიდია მსოფლიო მასშტაბით, ხოლო მოსახლეობის ზრდის კოეფიციენტი მსოფლიო საშუალო მაჩვენებელზე ოდნავ დიდია. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შეადგენს ახალგაზრდობას, 30% არის 14 წლამდე და მხოლოდ 4% არის 65 წელს გადაცილებული.
- ↑ Detailed Tables – American FactFinder
- ↑ ¿ Cuántos venezolanos hay en Canadá y en Québec?
- ↑ Venezuela დაარქივებული 2009-05-13 საიტზე Wayback Machine. , The World Factbook, U.S. Central Intelligence Agency, updated 12 December 2006.