ვექშე - ვიკიპედია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი | ||
---|---|---|
ვექშე შვედ. Växjö | ||
ვექშეს აერო ხედი | ||
| ||
ქვეყანა |
![]() | |
კოორდინატები | 56°53′00″ ჩ. გ. 14°47′00″ ა. გ. / 56.88333° ჩ. გ. 14.78333° ა. გ. | |
დაარსდა | 1342 | |
პირველი ხსენება | 1170 | |
ფართობი | 30,28 კმ² | |
ცენტრის სიმაღლე | 167±1 მეტრი | |
მოსახლეობა | 60 887 კაცი (2010) | |
სიმჭიდროვე | 2 011 კაცი/კმ² | |
სასაათო სარტყელი | UTC+1, ხოლო ზაფხულში UTC+2 | |
სატელეფონო კოდი | 0470 | |
საფოსტო ინდექსი | 350 03–359 99 | |
ოფიციალური საიტი | https://vaxjo.se/[1] | |
ვექშე (შვედ. Växjö) — ქალაქი შვედეთში, ამავე სახელწოდების მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. კრუნუბერგის ლენის ადმინისტრაციული, კულტურული და ინდუსტრიული ცენტრი. 2010 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 60 887 ადამიანს შეადგენს.[2] ქალაქში ფუნქციონირებს ლინეუსის უნივერსიტეტი.
ვექშე ორ ტბას შუა მდებარეობს. მისი სახელი სავარაუდოდ შვედური სიტყვებიდან მომდინარეობს: väg (ბილიკი) და sjö (ტბა), რადგან ზამთარში, ბაზარში მიმავალი გლეხები გაყინულ ტბას გადაივლიდნენ. ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს სამხრეთ შვედეთის ერთ-ერთი უდიდესი ტბა ჰელგასენი.
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1960 | 22 784 |
1965 | 29 354 |
1970 | 39 019 |
1975 | 40 328 |
1980 | 42 632 |
1985 | - |
1990 | 46 735 |
1995 | 49 865 |
2000 | 51 790 |
2005 | 55 600 |
2010 | 64 200 |
- ↑ https://sv.wikipedia.org/wiki/Växjö
- ↑ Tätorternas landareal, folkmängd och invånare per km2 2005 och 2010 Swedish. Statistics Sweden (14 December 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 იანვარი 2012. ციტირების თარიღი: 10 January 2012.
- ↑ SCB - Befolkning i tätorter 1960-2005