ვილჰელმ რენტგენი - ვიკიპედია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვილჰელმ კონრად რენტგენი (Wilhelm Conrad Röntgen; 27 მარტი, 1845 - 10 თებერვალი, 1923) — გერმანელი ფიზიკოსი, მოღვაწეობდა ვიურცბურგის უნივერსიტეტში (Julius-Maximilians-Universität Würzburg). 1895 წელს აღმოაჩინა იქს-სხივები („X-Strahlen“ გერმანულად, „X-rays“ ინგლისურად), რომლებსაც მოგვიანებით რენტგენის გამოსხივება ეწოდა, რენტგენი იკვლევდა მათ თავისებურებებს, რისთვისაც 1901 წელს ფიზიკის დარგში პირველი ნობელის პრემია დაიმსახურა. ასევე იკვლევდა კრისტალების პიეზო- და პიროელექტრულ თვისებებს, მაგნეტიზმს.
ვილჰელმ რენტგენი სწავლობდა ქალაქ უტრეხტში, ტექნიკურ სკოლაში. 1865 წელს ის გამორიცხეს სკოლიდან, რადგან დააბრალეს ერთ-ერთი მასწავლების კარიკატურის დახატვა. სკოლის ატესტატის არ ქონის გამო, რენტგენს შეეძლო უნივერსიტეტში ლექციებს დასწრებოდა ვიზიტორის სტატუსით. 1865 წელს, მან სცადა ჩაებარებინა ამავე ქალაქში მდებარე უნივერსიტეტში, მაგრამ არასაკმარისი აკადემიური მოსწრების გამო, ის სასწავლებელში არ მიიღეს. ამის შემდეგ რენტგენი გამოცდები ჩააბარა ფედერალურ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (ამჟამინდელი შვეიცარიის ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლა (გერმ. Eidgenössische Technische Hochschule Zürich) და სწავლა დაიწყო მექანიკური ინჟინერიის განხრით. 1869 წელს მან დაიცვა სადოქტორო ხარისხი ციურიხის უნივერსიტეტში. რენტგენი პროფესორ ავგუსტ კუნდტის საყვარელი სტუდენტი იყო, ამიტომ მას გაჰყვა და შემდეგი მოღვაწეობა განაგრძო სტრასბურგის უნივერსიტეტში.[1]

- ↑ Trevert, Edward (1988). Something About X-Rays for Everybody. Madison, WI: Medical Physics Publishing Corporation, გვ. 4. ISBN 0-944838-05-7.
| |
---|---|
ფიზიოლოგია და მედიცინა | |
ფიზიკა | |
ქიმია | |
ლიტერატურა | |
მშვიდობა | |
ეკონომიკა |
|
1901: რენტგენი 1902: ლორენცი, ცეემანი 1903: ბეკერელი, პ. კური, მ. კური 1904: რალეი 1905: ლენარი 1906: თომსონი 1907: მიქელსონი 1908: ლიპმანი 1909: მარკონი, ბრაუნი 1910: ვან დერ ვაალსი 1911: ვიენი 1912: დალენი 1913: კამერლინგ ონესი 1914: ფონ ლაუ 1915: ვ. ლ. ბრაგი, ვ. ჰ. ბრაგი 1917: ბარკლა 1918: პლანკი 1919: სტარკი 1920: გიიომი 1921: აინშტაინი 1922: ნ. ბორი 1923: მილიკანი 1924: ზიგბანი 1925: ფრანკი, ჰერცი |