ვლადიმიროვკა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი) - ვიკიპედია
ვლადიმიროვკა (გულრიფშის მუნიციპალიტეტი)
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმიროვკა (ყოფილი კოდორი; აფხ. Кациқыҭ [კაციკიტი]) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები:ესტონკა, შმათი, ხუმუშქური).
მდებარეობს მდინარე კოდორის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 70 მ-ზე, გულრიფშიდან 18 კმ-ის დაშორებით.
ვლადიმიროვკა დააარსეს 1879 წელს რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩამოსახლებულმა ბულგარელებმა. მანამდე ამ ტერიტორიაზე იყო აფხაზური სოფელი კაცი. 1943-1955 წელს სოფელს ეწოდებოდა კოდორი. 1989 წლის აღწერით იყო 1579 მცხოვრები, 2011 წელს სეპარატისული რეჟიმის მიერ ჩატარებული აღწერით — 1676 მცხოვრები (სომხები 70,1 %, აფხაზები 12,1 %, რუსები 11,4 %, ქართველები 4,0 % და სხვ.).
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, , 2014. — გვ. 283.
გულრიფშის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები | ||
---|---|---|
აბლუხვარა · აგიში · აზანთა · ათარბეკოვკა · ალექსანდროვკა · ამზარა · ამტყელი · არასარა · არღუნია · აჭანდარა · ბაბუშარა · ბაღმარანი · ბუდუკი · განახლება · გეორგიევსკოე · გერგემიში · დრანდა · ესტონკა · ვარჩა · ველი · ვლადიმიროვკა · ზეგანი · ზენობანი · ზემო აფიანჩა · ზემო გულრიფში · ზემო ლათა · ზემო მაჭარა · ზემო ფშაფი · ზემო წყარო · თხუბუნი · კადარი · კელასური (მაჭარის თემი) · კელასური 1 · კელასური 2 · კირნათი · ლათა · მარანი · მარდახუჭი · მაჭარა · მეორე ბაგაჟიაშთა · მერხეული · მეტელევკა · მზისეული · მიასნიკოვკა · მრამბა · ნაა · ოქტომბერი · ოჯიბინა · პანტა · პირველი ბაგაჟიაშთა · პოლტავა-ალექსანდროვსკოე · ტეხი · ფარნაუთი · ფშაფი · ქვემო აფიანჩა · ქვემო მერხეული · ქვემო ფშაფი · ქვემო წყარო · ქვენობანი · ღურზული · ყადა · ყორასი · შაუმიანოვკა · შმათი · შუამთა · ჩერნიგოვკა (განახლების თემი) · ჩერნიგოვკა (მერხეულის თემი) · წებელდა · წიფლოვანი · ჭალა · ხიზარუხა · ხუმუშქური (განახლების თემი) · ხუმუშქური (ვლადიმიროვკის თემი) · ჯამპალი |