ka.wikipedia.org

თალგამი - ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თალგამი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Brassica rapa

სისტემატიკა
ვიკისახეობებში

სურათები
ვიკისაწყობში
ITIS  23063
NCBI  3711
EOL  583898
IPNI  279485-1
TPL  kew-2682652

თალგამი (ლათ. Brassica rapa) — კომბოსტოს გვარის ორწლოვანი ბოსტნეული კომბოსტოსებრთა ოჯახისა. პირველ წელს ივითარებს ფოთლების როზეტსა და ძირხვენას, მეორე წელს — საყვავილე ყლორტებს და იძლევა თესლს. ყვავილედი ფარისებრია, ყვითელხორციანი ჯიშების გვირგვინის ფურცლები მოყვითალო-ოქროსფერია, თეთრხორციანისა და მოყვითალო-ლიმონისფერი. ნაყოფი თვითხსნადი გრძელი ჭოტია. თესლი წვრილი და მრგვალია, ფერად ღია ან მუქი. თალგამი ყინვაგამძლეა (უძლებს 4-5°C ყინვას), ტენის მოყვარულია, ამასთან საკმაოდ სიცხეგამძლეცაა. მისი ზრდა-განვითარებისათვის ოპტიმალური ტემპერატურაა 12-20°C, სავეგეტაციო პერიოდი მოკლეა — 60-85 დღე.

მოჰყავთ ყველანაირ ნიადაგზე. მოსავლიანობა 150-350 ც/ჰა. ძირხვენა შეიცავს 8,5-16,9% მშრალ ნივთიერებას (მათგან ნახევარი შაქრებია). C (22-73 მგ%), B1, B2 ვიტამინებს, კაროტინს, მდოგვის ზეთს, რომელიც აძლევს თალგამს სუნსა და გემოს.

თალგამი იჭმება ნედლი, მოხარშული და შემწვარი. არსებობს თალგმი სუფრისა და პირუტყვის საკვები ჯიშები. სუფრის ჯიშებიდან ცნობილია პეტროვსკაია 1, მაისის ყვითელი მწვანეთავიანი 172, მილანის თეთრი წითელთავიანი 283. საქართველოში გავრცელებულია ადგილობრივი ჯიში „მესხური“, რომელსაც მოიისფრო ძირხვენა და გემრიელი, ნაზი, წვნიანი რბილობი აქვს. საკვები ჯიშებიდან, რომლებსაც „ტურნეფსს“ ეძახიან, ცნობილია ოსტერზუნდოვსკი და ბორტფელდსკი. საქართველოში ითესება „სკოროსპელი ვიკი“ და მოსკოვური.

    

სახეობები
Brassica oleracea
დაავადებები
მავნებლები