იაპონური ვიკიპედია - ვიკიპედია
იაპონური ვიკიპედია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
![]() ウィキペディア日本語版 | |
---|---|
![]() | |
მისამართი: | ja.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | იაპონური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2002 წლის სექტემბერი |
სტატიების რაოდენობა: | 1 452 690 |
გვერდების რაოდენობა: | 4 262 921 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 103 776 054 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 2 291 081 |
აქტიური მომხმარებელი: | 13 044 |
ადმინისტრატორი: | 40 |
სიღრმე: | 91.1 |
იაპონური ვიკიპედია (იაპონ. ウィキペディア日本語版) — ვიკიპედიის განყოფილება იაპონურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. 2012 წლისათვის იაპონური ვიკიპედიაში არსებობს 800 ათასზე მეტი სტატია. დღეისათვის იაპონური ვიკიპედია სტატიების რაოდენობით 9 ადგილზეა და ამ მაჩვენებლით ჩამორჩება ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ნიდერლანდურ, იტალიურ, პოლონურ, ესპანურ და რუსულ ვიკიპედიებს. ამოქმედდა 2002 წლის სექტემბერში. 2006 წლისათვის იაპონურ ვიკიპედიაში არსებობდა 200 ათასი სტატია, ხოლო 2008 წელს სტატიების რაოდენობამ 500 ათასს მიაღწია. 2011 წლის მარტისთვის სტატიების რაოდენობით დაიკავა 7 ადგილი. იაპონური ვიკიპედია არაინდოევროპულ ენებზე არსებულ ვიკიპედიებს შორის უდიდესია.
2001 წლის მარტს შეიქმნა 3 არაინგლისურენოვანი ვიკიპედია – გერმანული, კატალანური და იაპონური. იაპონური ვიკიპედიის საიტის მისამართი იყო nihongo.wikipedia.com და არსებული გვერდები დაწერილი იყო ლათინური ანბანით ან რომაძიზე, რამეთუ პროგრამული უზრუნველყოფა იმ დროისთვის იაპონურ სიმბოლოებთან მიმართებაში არ მუშაობდა. მთავარ გვერდზე იყო ვერტიკალური ტექსტების შექმნის ცდა. პირველ სტატიას ეწოდებოდა „Nihongo No Funimekusu“. 2001 წლის დეკემბრამდე იაპონურ ვიკიპედიაში მხოლოდ 2 სტატია არსებობდა. იაპონურ ვიკიპედიაში ამჟამად 64 ადმინისტრატორია, აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვანია. ნიუ-იორკ ტაიმზის მიხედვით ვიკიპედიის იაპონური ენის განყოფილებაში სტატიების დიდი ნაწილი ეძღვნება პოპ-კულტურას, კერძოდ: კინოფილმებს, ანიმაციას, მუსიკას, კომიქსებს.[1]
- იაპონური ვიკიპედია (იაპონური)
- იაპონური ვიკიპედია – მობილური ვერსია (იაპონური)
- A guide to the Japanese Wikipedia
5,000,000+ | |
---|---|
2,000,000+ | |
1,000,000+ | |
500,000+ |
|
200,000+ |
|
100,000+ |
|