იაღლუჯის ქედი - ვიკიპედია
იაღლუჯის ქედი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაღლუჯის ქედი | |
---|---|
![]() იაღლუჯის ქედი. ხედი რუსთავის ტყიდან | |
კოორდინატები: 41°33′14″ ჩ. გ. 44°55′17″ ა. გ. / 41.554139° ჩ. გ. 44.921639° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | რუსთავი გარდაბნის მუნიციპალიტეტი მარნეულის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 788 მ |
სიგრძე | 17 კმ |
სიგანე | 11 კმ |
ამგებელი ქანები | კონგლომერატი და ქვიშაქვა |
![]() |
იაღლუჯის ქედი — სერი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ქალაქ რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოღანლუღის ვაკესა და მდინარე ალგეთის ქვემო დინების ხეობას შორის. სიგრძე 17 კმ, სიგანე 11 კმ. აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 788 მ. აგებულია სინკლინურად გაღუნული ნეოგენური მოლასური კონგლომერატებისა და ქვიშაქვების შრეებით. მოკლებულია მუდმივ მდინარეულ ჩამონადენს. შემოსილია უროიანი და უროიან-წივანიან-ვაციწვერიანი სტეპის ბალახეულობით, აგრეთვე ქსეროფიტული ბუჩქნარით. იაღლუჯის ქედის აღმოსავლეთ ნაწილს ჰკვეთს თბილის-ყაზახის გზატკეცილი.
- ლევან მარუაშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, , 2018. — გვ. 173–174.