ივანე მრისხანე - ვიკიპედია
- ️Wed Jan 16 2019
ივანე მრისხანე
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე IV | |
---|---|
Иван Грозный | |
![]() | |
რუსეთის ცარი | |
კორონაცია: | 16 იანვარი 1547 |
მმართ. დასაწყისი: | 3 დეკემბერი 1533 |
მმართ. დასასრული: | 18 მარტი 1584 |
წინამორბედი: | ვასილი III |
მემკვიდრე: | თედორე I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 აგვისტო, 1530 |
დაბ. ადგილი: | მოსკოვი |
გარდ. თარიღი: | 18 მარტი, 1584 (53 წლის) |
გარდ. ადგილი: | მოსკოვი |
მეუღლე: |
1.ანასტასია 2.მარია ტემრიოკოვნა 3.მარფა სობაკინა 4.ანა კოლტოვსკაია 5.ანა ვასილჩიკოვა 6.ვასილისა მელენტევა 7.მარია დოლგორუკი 8.მარია ნეგაია |
შვილები: |
ვაჟები: დიმიტრი, ივანე, თეოდორე, ვასილი, დიმიტრი უგლიჩელი ქალიშვილები: ანა, მარია |
დინასტია: | რიურიკები |
მამა: | ვასილი III |
დედა: | ელენა გილნსკაია |
ივანე IV ვასილის ძე (რუს. Иван IV Васильевич), ცნობილი სახელით ივანე მრისხანე (რუს. Иван Грозный; დ. 25 აგვისტო, 1530, კოლომენსკოე — გ. 18 მარტი, 1584, მოსკოვი) — მოსკოვის დიდი მთავარი 1533 წლიდან, გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე 1547-1584 წლებში.
7 წლისა დაობლდა. ახალგაზრდა მეფე სახელმწიფო მოღვაწეობაში აქტიურად ჩაება 40-იანი წლების ბოლოს, როცა შეიქმნა ე. წ. „რჩეულთა რადა“ (1549) და გატარდა გარკვეული რეფორმები (1549-1560), რომელთა მიზანი იყო თვითმპყრობელობის გაძლიერება და სახელმწიფოს ცენტრალიზაციის განმტკიცება. ივანე IV ვასილის ძის აქტიური აღმოსავლური პოლიტიკის შედეგად მოსკოვის სახელმწიფომ შეიერთა ყაზანის (1547-1552), ასტრახანის (1556) სახანოები, დაიმორჩილა ციმბირის ხანი და ნოღაელთა ურდო. „რჩეულთა რადის“ დამხობის შემდეგ (1560) იგი ერთპიროვნულად შეუდგა სახელმწიფოს მართვას. საშინაო პოლიტიკაში მან კურსი აიღო თვითმპყრობელური ხელისუფლების განმტკიცებისა და ოპოზიციის დათრგუნვისაკენ, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად დაისახა ბალტიის ზღვაში გასასვლელის მოპოვება. ამ მიზანს ემსახურებოდა მის მიერ წამოწყებული ლივონიის ომი (1558-1583).
- Всемирная история, т. 4, М., 1958
- Материалы русской истории. Труды крупнейших дореволюционных историков დაარქივებული 2019-01-16 საიტზე Wayback Machine.
- Королюк В. Д. Ливонская война, изд-во АН СССР, М., 1954
- «Иван Грозный и феномен опричины»დაარქივებული 2013-01-02 საიტზე Wayback Machine. Сапунов Б. В. д-р ист. н.
- Иван Васильевич Грозный \\ проект «Хронос»
დიდი მთავრები | იური დოლგორუკი · ანდრია ბოგოლიუბსკი · ვსევოლოდ · იური II · კონსტანტინე I · იური II · იაროსლავ II · სვიატოსლავ III · მიხეილ კორობტი · ანდრეი II · ალექსანდრე ნეველი · იაროსლავ III · ვასილი იაროსლავის ძე · დიმიტრი ალექსანდრეს ძე · ანდრეი ალექსანდრეს ძე · მიხელი ტვერელი · იური · დიმიტრი ტვერელი · ალექსანდრე ტვერელი · ივანე I · სიმეონი · ივანე II · დიმიტრი კონსტანტნეს ძე · დიმიტრი დონელი · |
---|---|
მოსკოვის დიდი მთავრები | |
ცარები | ივანე III · ვასილი III · ივანე IV მრისხანე · სიმონ ბეკბულატოვის ძე · ივანე IV მრისხანე · თედორე I · ბორის გოდუნოვი · თედორე II · ცრუდიმიტრი I · ვასილი IV · ვლადისლავ IV · მიხეილ I · ალექსი I · თედორე III · ივანე V და პეტრე I დიდი |
იმპერატორები | პეტრე I დიდი · ეკატერინე I · პეტრე II · ანა · ივანე VI · ელისაბედ I · პეტრე III · ეკატერინე II · პავლე I · ალექსანდრე I · ნიკოლოზ I · ალექსანდრე II · ალექსანდრე III · ნიკოლოზ II · მიხეილ II |