ივანე პასკევიჩი - ვიკიპედია
- ️Wed Mar 09 2016
ივანე პასკევიჩი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ივანე თედორეს ძე პასკევიჩი (რუს. Иван Фёдорович Паскевич) (დ. 19 მაისი [ ძვ. სტ. 8 მაისი], 1782, პოლტავა — გ. 1 თებერვალი [ ძვ. სტ. 20 იანვარი], 1856, ვარშავა), წარმოშობით უკრაინელი, რუსეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ფელდმარშალი (1829), გენერალ-ადიუტანტი (1825). გამარჯვებებისთვის ერევნის გრაფის წოდება მიენიჭა 1828 წელს და ვარშავის პრინცის — 1831 წელს.
1825 წელს მეთაურობდა კორპუსს. იყო დეკაბრისტების საქმის უმაღლესი სასამართლოს წევრი. 1826 წელს ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გახდა, 1827 წლის 28 მარტს დაინიშნა კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად (რუს. главнокомандующий отдельным Кавказским корпусом). რუსეთ-ირანის 1826-1828 და რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომების დროს კავკასიის ჯარების მთავარსარდალი იყო. 1827 წლის 6 ნოემბერს მოლაპარაკებაზე იმყოფებოდა აბას-მირზასთან. ხელმძღვანელობდა პოლონეთის 1830-1831 წლების აჯანყების ჩახშობას, რის შემდეგაც პოლონეთის სამეფოს მეფისნაცვლად დაინიშნა. ატარებდა ეროვნული ჩაგვრისა და რუსიფიკაციის კურსს. უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციის ჩახშობის დროს სარდლობდა რუსეთის არმიას. ყირიმის ომში (1853-1856) დასავლეთ საზღვრებზე მოქმედი ჯარებისა და დუნაის არმიის (1853-1854) მთავარსარდალი იყო.
- Польза, честь и слава. Генерал-фельдмаршал И. Ф. Паскевич (1782—1856)
- В. К. П. Фельдмаршал Паскевич и дипломатия в 1827—1829 годах // Исторический вестник, 1892. — Т. 48. — № 5. — С. 494—518. დაარქივებული 2016-03-09 საიტზე Wayback Machine.
საქართველოს მთავარმართებლები | კარლ კნორინგი (1801–1802) · პავლე ციციანოვი (1802–1806) · ივანე გუდოვიჩი (1806–1809) · ალექსანდრ ტორმასოვი (1809–1811) · ფილიპ პაულუჩი (1811–1812) · ნიკოლაი რტიშჩევი (1812–1816) · ალექსი ერმოლოვი (1820–1827) · ივანე პასკევიჩი (1827–1831) · გრიგოლ როზენი (1831–1837) · ევგენი გოლოვინი (1837–1842) · ალექსანდრ ნეიდგარდტი (1842–1844) |
---|---|
კავკასიის მეფისნაცვლები | მიხეილ ვორონცოვი (1844–1854) · ნიკოლოზ მურავიოვი (1854–1856) · ალექსანდრე ბარიატინსკი (1856–1863) · მიხეილ რომანოვი (1863–1881) |
კავკასიის მთავარმართებლები | ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი (1882–1890) · სერგეი შერემეტევი (1890–1895) · გრიგოლ გოლიცინი (1895–1905) |
კავკასიის მეფისნაცვლები | ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი (1905-1915) · ნიკოლოზ რომანოვი (1915-1917) |