კალინინგრადი - ვიკიპედია
- ️Sun Aug 19 2012
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი | ||||
---|---|---|---|---|
კალინინგრადი Калининград | ||||
![]() | ||||
| ||||
ქვეყანა |
![]() | |||
რეგიონი | კალინინგრადის ოლქი | |||
შიდა დაყოფა | Leningradsky Administrative District, Moskovsky Administrative District და Tsentralny Administrative District | |||
კოორდინატები | 54°44′00″ ჩ. გ. 20°29′00″ ა. გ. / 54.73333° ჩ. გ. 20.48333° ა. გ. | |||
ქალაქის მერი | Oleg Aminov | |||
დაარსდა | 1255 | |||
ადრეული სახელები | კენიგსბერგი 1946-მდე | |||
ფართობი | 215,7 კმ² | |||
ცენტრის სიმაღლე | 5 მეტრი | |||
მოსახლეობა | 431 500 კაცი (2010) | |||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | |||
სატელეფონო კოდი | +7 4012 | |||
საფოსტო ინდექსი | 236010 | |||
საავტომობილო კოდი | 39 | |||
ოფიციალური საიტი | klgd.ru | |||
კალინინგრადი (რუს. Калининград, 1946 წლამდე კენიგსბერგი) — საპორტო ქალაქი რუსეთში, კალინინგრადის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც არის რუსული ნახევრადექსკლავი პოლონეთსა და ლიეტუვას შორის ბალტიის ზღვაზე. ქალაქის მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით არის 431 500.[1] ეთნუკური შემადგენლობა არის შემდეგი - რუსი 77,9 %, ბელარუსი 8,0 %, უკრაინელი 7,3 %, ლიეტუველი 1,9 %, გერმანელი 0,6 % და პოლონელი 0,5 %.
გერმანული ქალაქი კენიგსბერგი, რომელიც დაარსდა 1255 წელს ოკუპირებულ იქნა საბჭოთა ჯარების მიერ 1945 წელს და 1946 წელს დაარქვეს კალინინგრადი.
კრულევიეცი 1255 წელს აშენდა ტევტონთა რაინდების მიერ მდინარე პრეგოლას შენაკადთან აღმართული ციხის გარშემო. ამ ციხეს გერმ. Königsberg, ანუ სამეფო მთა ერქვა. ქალაქს ლიეტუვურად ლიეტ. Karaliaučius, ლათ. Karaļauč, ხოლო - რუს. Королевец ეწოდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქალაქი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო 1946 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ მას სახელი შეუცვალა და კალინინგრადი უწოდა - მიხეილ კალინინის საპატივსაცემოდ (რომელიც, მათ შორის, კატინში პოლონელების მასობრივი მკვლელობის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი).[2]
2023 წელს პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა გეოგრაფიული სახელების სტანდარტიზაციის კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა, რომლის თანახმადაც მხოლოდ პოლონური სახელწოდება, კრულევიეცი უნდა იქნას გამოყენებული ქალაქ კალინინგრადის მოხსენიებისას, ხოლო კალინინგრადის ოლქზე საუბრისას - კრულევიეცის ოლქი. აღნიშნულ საკითხზე დადგენილება ძალაში 2023 წლის 9 მაისს შევიდა.[2]
კალინინგრადის დაძმობილებული ქალაქები არიან:
კილი, გერმანია
გრონინგენი, ნიდერლანდები
გდანსკი, პოლონეთი
გდინია, პოლონეთი
ტორუნი, პოლონეთი
ბელოსტოკი, პოლონეთი
მალმე, შვედეთი
ნორფოლკი, აშშ
მეხიკო, მექსიკა
კლაიპედა, ლიეტუვა
ქალაქები მილიონზე მეტი მოსახლით | მოსკოვი · სანქტ-პეტერბურგი · ნოვოსიბირსკი · ეკატერინბურგი · ყაზანი · კრასნოიარსკი · ნიჟნი-ნოვგოროდი · ჩელიაბინსკი · უფა · სამარა · დონის როსტოვი · კრასნოდარი · ომსკი · ვორონეჟი · პერმი · ვოლგოგრადი |
---|---|
ქალაქები ნახევარ მილიონზე მეტი მოსახლით | სარატოვი · ტიუმენი · ტოლიატი · მაჰაჩყალა · ბარნაული · იჟევსკი · ხაბაროვსკი · ულიანოვსკი · ირკუტსკი · ვლადივოსტოკი · იაროსლავლი · სტავროპოლი · ტომსკი · კემეროვო · ნაბერეჟნიე-ჩელნი · ორენბურგი · ნოვოკუზნეცკი · ბალაშიხა · რიაზანი · |
ქალაქები ნახევარ მილიონზე ნაკლები მოსახლით | |
*ქალაქები რიგითობის პრინციპით დალაგებულია 2024 წლის მონაცემების მიხედვით |