ლაშა ტალახაძე - ვიკიპედია
- ️Sat Oct 02 1993
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაშა ტალახაძე რიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პირადი ინფორმაცია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დაბ. სახელი | ლაშა ტალახაძე | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ეროვნება | ქართველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. თარიღი | 2 ოქტომბერი, 1993 (31 წლის) | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დაბ. ადგილი | საჩხერე | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სიმაღლე | 197 სმ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
წონა | 176 კგ | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქვეყანა | საქართველო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სპორტი | ძალოსნობა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სახეობა | ატაცი, აკვრა, ორჭიდი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჯილდოები | Jeno Boskovics Best Lifter Trophy[1] | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ლაშა ტალახაძე (დ. 2 ოქტომბერი, 1993, საჩხერე) — ქართველი ძალოსანი, მონაწილეობს +109 კგ. (2018 წლამდე +105 კგ[2]) წონით კატეგორიაში. სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი. ის ასევე ფლობს მსოფლიო რეკორდს ატაცში (225 კგ), აკვრაში (267 კგ) და ორჭიდის ჯამში (492 კგ). აღსანიშნავია, რომ სამივე რეკორდი, ატაცში, აკვრაში და ორჭიდის ჯამში მსოფლიოს ყველა დროის რეკორდია ძალოსნობისთვის.
ლაშა ტალახაძე დაიბადა 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში. 2013 წელს ტალახაძემ დოპინგის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.[3]
2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან საერთო ჯამში 454 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა[4]. მას შემდეგ, რაც ჩემპიონი ალექსეი ლოჩევი დოპინგის ტესტზე ჩავარდა, პირველი ადგილი ტალახაძეს გადაეცა. 2016 წელს ნორვეგიის ქალაქ ფერდეში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტალახაძემ ჯამში 463 კილოგრამი დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ატაცში 212 კილოგრამის დაძლევით ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა[5].
2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. აკვრაში ტალახაძემ მესამე ცდაზე 258 კგ. აწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდა. ამ შედეგით ოლიმპიადის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაიკავა.[6][7] ხოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ხორვატიაში გაიმართა, მან ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2017 წლის დეკემბერში აშშ-ის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა, ხოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა[8]. 2018 წელს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ 474 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლაშამ საკუთარი რეკორდები გააუმჯობესა მას შემდეგ, რაც ატაცში 223, აკვრაში 265, ხოლო ორჭიდის ჯამში 488 კილოგრამი დააფიქსირა.
2024 წლის არჩევნებისთვის ტალახაძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეშვიდე ნომრად წარადგინეს. [9]
არის ღირსების ორდენის და ბრწყინვალების ორდენის კავალერი.[10]
წელი | ტურნირის მასპინძელი | წონითი კატეგორია | ატაცი (კგ) | აკვრა (კგ) | ჯამი | ადგილი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | ადგილი | 1 | 2 | 3 | ადგილი | |||||
ოლიმპიური თამაშები | ||||||||||||
2016 | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | +105 კგ | 205 | 210 | 215 | 2 | 242 | 247 | 258 | 1 | 473 ორ | |
2020 | ტოკიო, იაპონია | +109 კგ | 208 | 215 | 223 ორ | 1 | 245 | 255 | 265 ორ | 1 | 488 ორ | |
2024 | პარიზი, საფრანგეთი | +102 კგ | 210 | 215 | 220 | 2 | 247 | 255 | – | 1 | 470 | |
მსოფლიოს ჩემპიონატები | ||||||||||||
2010 | ანთალია, თურქეთი | +105 კგ | 157 | 162 | 162 | 27 | 180 | 180 | – | – | – | – |
2011 | პარიზი, საფრანგეთი | +105 კგ | 175 | 180 | 187 | 16 | 207 | 207 | – | 25 | 387 | 20 |
2015 | ჰიუსტონი, აშშ | +105 კგ | 200 | 200 | 207 | 238 | 247 | 247 | 454 | |||
2017 | ანაჰაიმი, აშშ | +105 კგ | 210 | 215 | 220 მრ | 243 | 250 | 257 | 477 მრ | |||
2018 | აშხაბადი, თურქმენეთი | +109 კგ | 207 | 212 | 217 | 245 | 252 | 257 | 474 | |||
2019 | პატაია, ტაილანდი | +109 კგ | 208 | 215 | 220 | 247 | 255 | 264 | 484 | |||
2021 | ტაშკენტი, უზბეკეთი | +109 კგ | 210 | 218 | 225 მრ | 247 | 257 | 267 მრ | 492 მრ | |||
ევროპის ჩემპიონატები | ||||||||||||
2016 | ფერდე, ნორვეგია | +105 კგ | 200 | 207 | 212 | 235 | 241 | 251 | 463 | |||
2017 | სპლიტი, ხორვატია | +105 კგ | 203 | 210 | 217 | 238 | 245 | 250 | 467 | |||
2018 | ბუქარესტი, რუმინეთი | +105 კგ | 200 | 210 | 221 | 235 | 247 | – | 457 | |||
2019 | ბათუმი, საქართველო | +109 კგ | 208 | 218 | – | 245 | 260 | – | 478 | |||
2021 | მოსკოვი, რუსეთი | +109 კგ | 211 | 217 | 222 | 245 | 253 | 263 | 485 | |||
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი | ||||||||||||
2013 | ლიმა, პერუ | +105 კგ | 185 | 190 | 195 | 217 | 221 | – | 411 | |||
ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდე | ||||||||||||
2016 | ეილათი, ისრაელი | +105 კგ | 193 | 200 | 205 | 222 | 235 | – | 440 | |||
ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი | ||||||||||||
2011 | ბუქარესტი, რუმინეთი | +105 კგ | 175 | 180 | 185 | 205 | 212 | 217 | 402 | |||
2012 | ეილათი, ისრაელი | +105 კგ | 175 | 183 | 190 | 205 | 222 | 232 | 412 | |||
ჭაბუკების ევროპის ჩემპიონატი | ||||||||||||
2010 | ვალენსია, ესპანეთი | +94 კგ | 150 | 155 | 158 | 175 | 182 | 187 | 345 |
- მრ: მსოფლიო რეკორდი
- ორ: ოლიმპიური რეკორდი
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. გთხოვთ, განაახლოთ ის და ასახოთ უახლესი მოვლენები. შემდეგ ამოშალეთ სტატიიდან ეს თარგი. |
დისციპლინა | შედეგი (კგ) | ადგილმდებარეობა | წონითი კატეგორია | რეკორდი | თარიღი |
---|---|---|---|---|---|
+105 კგ | |||||
ატაცი | 220 | ანაჰაიმი, აშშ | მსოფლიო ჩემპიონატი | მსოფლიოს რეკორდი | 5 დეკემბერი, 2017 |
აკვრა | 258 | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ოლიმპიადა | საქართველოს რეკორდი | 16 აგვისტო, 2016 |
ჯამი | 473 | რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ოლიმპიადა | ოლიმპიური რეკორდი | 16 აგვისტო, 2016 |
477 | ანაჰაიმი, აშშ | მსოფლიო ჩემპიონატი | მსოფლიოს რეკორდი | 5 დეკემბერი, 2017 | |
+109 კგ | |||||
ატაცი | 223 | ტოკიო, იაპონია | ოლიმპიადა | ოლიმპიური რეკორდი | 4 აგვისტო 2021 |
225 | ტაშკენტი, უზბეკეთი | მსოფლიო ჩემპიონატი | მსოფლიოს რეკორდი | 17 დეკემბერი 2021 | |
აკვრა | 265 | ტოკიო, იაპონია | ოლიმპიადა | ოლიმპიური რეკორდი | 4 აგვისტო 2021 |
267 | ტაშკენტი, უზბეკეთი | მსოფლიო ჩემპიონატი | მსოფლიოს რეკორდი | 17 დეკემბერი 2021 | |
ჯამი | 488 | ტოკიო, იაპონია | ოლიმპიადა | ოლიმპიური რეკორდი | 4 აგვისტო 2021 |
492 | ტაშკენტი, უზბეკეთი | მსოფლიო ჩემპიონატი | მსოფლიოს რეკორდი | 17 დეკემბერი 2021 |
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლაშა ტალახაძე“ ვიკისაწყობში.
- ლაშა ტალახაძე დაარქივებული 2020-06-13 საიტზე Wayback Machine. — IWF
- ლაშა ტალახაძე დაარქივებული 2019-06-30 საიტზე Wayback Machine. — Sports-reference.com
- ლაშა ტალახაძე — International Weightlifting Results Project
- ↑ https://www.iwf.net/2018/05/08/award-gala-of-2017-lifter-of-the-year-trophies/
- ↑ Lasha Talakhadze დაარქივებული 2016-12-11 საიტზე Wayback Machine. . rio2016.com
- ↑ Sanctioned Athletes / Athlete Support Personnel
- ↑ IWF-ის შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-03. ციტირების თარიღი: 2016-05-01.
- ↑ ლაშა ტალახაძემ ატაცში ევროპის ახალი რეკორდი დაამყარა
- ↑ TALAKHADZE Lasha. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 17 August 2016
- ↑ Lasha Talakhadze Wins Gold, Behdad Salimi Bombs Out After World Record Snatch en-US (16 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 17 August 2016
- ↑ International Wrestling Federation: World Records.. ციტირების თარიღი: 5 December 2017
- ↑ „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა
- ↑ ოლიმპიური მედალოსნები // ლაშა ტალახაძე