ka.wikipedia.org

ლა-მანშის სრუტე - ვიკიპედია

  • ️Wed Jun 14 2006

ლა-მანშის სრუტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(გადამისამართდა გვერდიდან ლა-მანში)

ლა-მანშის სატელიტური ფოტო
ლა-მანშის სრუტე

ლა-მანში, ინგლისის არხი (ფრანგ. La Manche, ინგ. English Channel, გერმ. Ärmelkanal) — სრუტე საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

პა-დე-კალე ჩრდილოეთის ზღვას აერთებს ატლანტის ოკეანესთან. სრუტის სიგრძეა 57,8 კმ., სიგანე - დასავლეთ ნაწილში 250 კმ., აღმოსავლეთით 32 კმ., სიღრმე მინ. ფერვატრზე 23,5 მ. ლა-მანშის ქვეშ (დუვრსა და კალეს შორის) გაყვანილია გვირაბი (მთლიანი სიგრძე 52,5 კმ., მონაკვეთი უშუალოდ სრუტეს ქვეშ 38 კმ.). ძირითადი პორტები: პორტსმუტი, საუტჰემპტონი, გავრი, შერბური.

გამყინვარების ბოლო პერიოდის დასრულებამდე, დაახ. 10.000 წლის წინ, ბრიტანეთის კუნძულები ევროპის კონტინენტურ ნაწილს უერთდებოდა. ამ პერიოდში ჩრდილოეთის ზღვა და თითქმის მთელი ბრიტანეთის კუნძულები ყინულით იყო დაფარული. ზღვის დონე დაახ. 120 მეტრით დაბალი იყო და „სრუტე“ ვრცელ დაბლობ ტუნდრას წარმოადგენდა. ამ გავაკებაზე წარმოქმნილ ხეობაში გადიოდა მდინარე, რომელშიც იღვრებოდა მდინარეები რაინი და თემზა, და მიედინებოდა ატლანტის ოკეანისკენ დასავლეთით. ყინულის საფარის დნობამ წარმოქმნა ვრცელი მტკნარი წყლის ტბა ჩრდილოეთის ზღვის სამხრეთ ნაწილში. ვინაიდან მდნარ წყალს ჩრდილოეთით გასაქანი არ ჰქონდა (ჩრდილოეთის ზღვის ჩრდილო ნაწილი კვლავაც გაყინული იყო) მან გზა სრუტით გაიკვალა, სადაც ატლანტის ოკეანეს შეუერთდა დოვერისა და კალეს რეგიონში.

დაახ. ძვ.წ. 6500 წელს კატასტროფულმა ეროზიამ წალეკა ცარციანი ნიადაგი, შექმნა რა ლა-მანშის სრუტე, რომელიც მას შემდეგ დღითიდღე ფართოვებოდა ტალღების მიერ ცარცოვანი კლდეების ჩამორეცხვის შედეგად. იგივე მექანიზმი მოქმედებს სრუტის ნაპირებზე მის ორივე მხარეს დღესაც.

    

წყნარი ოკეანე

არაფურის ზღვა · აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა · ბალის ზღვა · ბანდის ზღვა · ბერინგის ზღვა · ბისმარკის ზღვა · ბოხაივანი · ვისაიანის ზღვა · იავის ზღვა · იაპონიის ზღვა · იაპონიის შიგა ზღვა · კამოტესის ზღვა · კოროს ზღვა · მარჯნის ზღვა · მინდანაოს ზღვა · მოლუკის ზღვა · ოხოტის ზღვა · სამარის ზღვა · სამხრეთ ჩინეთის ზღვა · სერამის ზღვა · სიბუიანის ზღვა · სოლომონის ზღვა · სულავესის ზღვა · სავუს ზღვა · სულუს ზღვა · ტასმანიის ზღვა · ფილიპინის ზღვა · ფიჯის ზღვა · ფლორესის ზღვა · ყვითელი ზღვა · ჩილეს ზღვა · ჰალმაჰერის ზღვა

ატლანტის ოკეანე

ადრიატიკის ზღვა · აზოვის ზღვა · ალბორანის ზღვა · არგენტინის ზღვა · ბალეარის ზღვა · ბალტიის ზღვა · ეგეოსის ზღვა · იონიის ზღვა · ირლანდიის ზღვა · კარიბის ზღვა · კელტების ზღვა · კრეტის ზღვა · ლაბრადორის ზღვა · ლიგურიის ზღვა · მარმარილოს ზღვა · მირტოის ზღვა · ნორვეგიის ზღვა · სარგასოს ზღვა · ტირენიის ზღვა · შავი ზღვა · ჩრდილოეთის ზღვა · ხმელთაშუა ზღვა · ჰებრიდის ზღვა

ინდოეთის ოკეანე
არქტიკის ოკეანე
ანტარქტიკის ოკეანე