ka.wikipedia.org

ლოქის ქედი - ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლოქი.
ლოქის ქედი
ლოქის ქედი
ლოქის ქედი
კოორდინატები: 41°09′07″ ჩ. გ. 44°34′47″ ა. გ. / 41.15194° ჩ. გ. 44.57972° ა. გ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სომხეთის დროშა სომხეთი
ტერიტორიული ერთეული ქვემო ქართლის მხარე
ლორეს პროვინცია
უმაღლესი წერტილი ლალვარი
სიმაღლე 2545 
ამგებელი ქანები გრანიტოიდი

ლოქის ქედი — სომხეთი

ლოქის ქედი

ლოქის ქედი[1][2], სომხითის ქედი (სომხ. Վիրահայոց լեռներ) — საშუალო სიმაღლის განედური ქედი საქართველოსა და სომხეთში, რომლის ჩრდილო-დასავლეთი კალთა ქვემო ქართლის მხარის ფარგლებშია, დანარჩენი — სომხეთის ლორეს პროვინციის ტერიტორიაზე. მდებარეობს მცირე კავკასიონის მთათა სისტემაში, მდინარეების მაშავერისა და დებედის წყალგამყოფია. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით, რომლებიც დაფარულია ცარცული და პალეოგენური ასაკის ვულკანოგენური წყებებით. უმაღლესი მწვერვალია ლალვარი (2545 მ, სომხეთი). ახასიათებს საშუალო მთიანი რელიეფი სტრუქტურული, ეროზიული და დენუდაციური ფორმებით. კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, რომლის ქვედა ნაწილში ჭარბობს რცხილა და მუხა, ზედაში — წიფელი. გვხვდება აგრეთვე ფიჭვის მცირე კორომები. ქედის ყველაზე მაღალ ნაწილში სუბალპური მდელოებია.