ka.wikipedia.org

მადათაფა - ვიკიპედია

  • ️Mon Nov 12 2018

მადათაფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მადათაფა
ტბა მადათაფა
ტბა მადათაფა
კოორდინატები: 41°10′46″ ჩ. გ. 43°46′59″ ა. გ. / 41.17944° ჩ. გ. 43.78306° ა. გ.
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე)
სიმაღლე ზღვის დონიდან 2108 
ფართობი 8,78 კმ²
მოცულობა 0,0097 კმ³
საშუალო სიღრმე 1,5 
მაქსიმალური სიღრმე 1,7 
აუზის ფართობი 136 კმ²
ჩამდინარე მდინარეები კიურიანჩაი
გამომდინარე მდინარე მადათაფა

მადათაფა — საქართველო

მადათაფა

მადათაფა — სამცხე-ჯავახეთის მხარე

მადათაფა

მადათაფა[1][2], მადატბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე. ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ³. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად.[3]

ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ჯავახეთის ქედის დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი ძირითადად წარმოდგენილია ალპური და სუბალპური ბალახეული ფორმაციებით.[4] ტბა საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა, რომელიც ერთვის მდინარე ბუღდაშენს მარჯვენა მხრიდან. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18 °C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება.[3] ტბის შენაკადებიდან ყველაზე დიდია კიურიანჩაი.[4]

წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბას მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ტბაში თევზი არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი. ტბის ნაპირები დაბალია და დაფარულია წყლის მოყვარული მცენარეულობით.[4] მადათაფა შედის მადათაფის ტბის აღკვეთილის შემადგენლობაში, რომლის საერთო ფართობია 320 ჰექტარი.[5]

წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები.[4] მადათაფის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვი და სამება.

2020 წლის 8 ივლისს საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ რამსარის კონვენციის სამდივნომ მადათაფის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა.[6]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, , 2009. — გვ. 107.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, , 1987. — გვ. 65.
  3. 3.0 3.1 ილია აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, , 1983. — გვ. 340-341.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-12. ციტირების თარიღი: 2017-07-12.
  5. ფარავნის ტბა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაში არ შევა
  6. Madatapa Lake. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი 2020.

    

აბანოს მინერალური ტბა · აბუდელაურის ტბა · აბულის ტბა · ადუედააძიჟი · ამტყელის ტბა · ანიშხწარა · არჩვების ტბა · ბაზალეთის ტბა · ბარეთის ტბა · ბატეთის ტბა · ბებესირი · ბუღდაშენის ტბა · გაგიდის ტბა · გონიოს ტბა · გორაფის ტბა · გრძელი ტბა · დერიკვარაძიში · დიდი ბებესირი · დიდი გლდანის ტბა · დიდი მცრა · დიდი ოქროწყალი · დიდი წითელი ხატის ტბა · დიდი ჯაჯის ტბა · დევის ტბა · ერწოს ტბა · ვაჩიანის ტბა · ზრესი · იმნათის ტბა · ინკითი · კაპატაძის ტბა · კარწახის ტბა · კახისის ტბა · კუმისის ტბა · კუს ტბა · ლამაზი ტბა · ლევანის ტბა · ლისის ტბა · მადათაფა · მზი · მრუდე ტბა · მწვანე ტბა · ნახევარტბა · ნურიე · ორლოვკის ტბა · პალიასტომი · პატარა ბებესირი · პაპანწყვილი · პატარა გლდანის ტბა · პატარა რიწა · პატარა ტბა · პატარა წითელი ხატის ტბა · პატარა ჯაჯის ტბა · რიწა · სანთის ტბა · სახარე ტბა · საღამოს ტბა · ტაბაწყური · ტანიეს ტბა · ტბიყელი · ტობავარჩხილი · ფარავანი · ფართოწყარი · ფსიკვა · ქაჩალტბა · ქვედის ტბა · ქოჩების ტბა · ყაჯირის ტბა · ყელის ტბა · ყელიცადი · შიშველი ტბა · ჩაპაევკის ტბა · ცისფერი ტბა · წეროს ტბა · წუნარის ტბა · წუნდის ტბა · ხადიკის ტბა · ხანჩალი · ხახიეთის ტბა · ჯანდარის ტბა · ჯაპანის ტბა · ჯიქურების ტბა