ka.wikipedia.org

მაშავერა - ვიკიპედია

მაშავერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაშავერა

მდინარე მაშავერა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ქვემო ქართლის მხარე
ქალაქები დმანისი, ბოლნისი
მარჯვენა შენაკადები ბოლნისისწყალი
მარცხენა შენაკადები გეტისწყალი
სათავე ჯავახეთის ქედი
41°18′42″ ჩ. გ. 44°08′43″ ა. გ. / 41.31167° ჩ. გ. 44.14528° ა. გ.
სათავის მდებარეობა დმანისის მუნიციპალიტეტი
სათავის სიმაღლე 2125 მ
შესართავი ხრამი
41°26′40″ ჩ. გ. 44°42′54″ ა. გ. / 41.44444° ჩ. გ. 44.71500° ა. გ.
შესართავის მდებარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტი
სიგრძე 66 კმ
აუზის ფართობი 1390 კმ²
მდინარის სისტემა ხრამიმტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 7,78 მ³/წმ

მაშავერა — საქართველო

მაშავერა

მაშავერა

მაშავერა — ქვემო ქართლი

მაშავერა

მაშავერა

— სათავე, — შესართავი
მაშავერა ვიკისაწყობში

მაშავერამდინარე საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში. სათავე აქვს ჯავახეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2125 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ხრამს მარჯვნიდან სოფელ ნახიდურთან.[1] სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 1390 კმ². აქვს ღრმა, კანიონისებური ხეობა.[2]

მაშავერის და მისი შენაკადების ხეობების ცალკეული მონაკვეთები კანიონისებური მორფოლოგიის მატარებელია, ზოგან კი ხეობების ძირი საკმაოდ განიერია და დაბალი აკუმულაციური ტერასების განვითარებით გამოირჩევა. მაშავერისთვის დამახასიათებელია ნაპირების ეროზიული გარეცვხა, რომელიც განსაკუთრებით სეზონური წყალდიდობების დროს აქტიურდება. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.[1]

წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზამთარში. ზაფხულ-შემოდგომაზე ზოგჯერ — წყალმოვარდნა. ზამთრობით მაშავერაზე აღინიშნება ყინულნაპირისი და თოში. მარჯვნიდან ერთვის მდინარე ბოლნისისწყალი.

გაზაფხულზე ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 40 %, ზაფხულში — 30,8 %, შემოდგომაზე — 16,8 % და ზამთარში — 12,4 %. საშუალო წლიური ხარჯი 7,78 მ³/წმ. მაშავერის საერთო ვარდნა უდრის 968 მ-ს, საშუალო ქანობი 14,7 ‰.[2]

მდინარე გამოიყენება ირიგაციული დანიშნულებით. მაშავერაზე ფუნქციონირებს 5 სარწყავი სისტემა, რომელიც რწყავს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების 7440 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულს.[2]

მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე გაშენებულია ქალაქი დმანისი, ხოლო შუა დინებაშია ქალაქი ბოლნისი.

ვიკიციტატა

„მა, შავერიე ქციას და აწ მაშავრად წოდებული; არამედ გამოსდის კეჩუთის მთასა და მიდის აღმოსავლით, და მიერთვის ქციას ნახიდურის ბოლოს“

  1. 1.0 1.1 ილია აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, , 1983. — გვ. 507-508.
  2. 2.0 2.1 2.2 დმანისის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა [მკვდარი ბმული]
  3. აღწერა სამეფოსა საქართველოსა გვ. 314 — თბილისი, 1973

    

ზღვა

საქართველო

მდინარეები

აბაშა · ალაზანი · ალგეთი · არაგვი · არღუნი · ასა · აჭარისწყალი · ბზიფი · გუბაზეული · გუბისწყალი · გუმისთა · დებედა · დურუჯი · ენგური · თერგი · თეძამი · თუშეთის ალაზანი · იორი · კელასური · კინტრიში · კოდორი · ლეხურა · ლიახვი · მაშავერა · მეჯუდა · მთიულეთის არაგვი · მტკვარი · ნატანები · ნენსკრა · პირიქითი ალაზანი · რიონი · სულორი · სუფსა · ტანა · ტეხური · ურაველი · ფარავანი · ფოცხოვისწყალი  · ფსოუ · ქვაბლიანი · ქსანი · ქცია-ხრამი · ღალიძგა · ყვირილა · ჩხალთა · ჩხერიმელა · ცივი · ცხენისწყალი · ძამა · ძირულა · ჭოროხი · ხანისწყალი · ხობისწყალი · ჯეჯორა

ტბები

აბუდელაურის ტბა · ამტყელის ტბა · არჩვების ტბა · ბაზალეთის ტბა · ბუღდაშენის ტბა · ერწოს ტბა · კარწახის ტბა · კუმისის ტბა · კუს ტბა · ლისის ტბა · მადათაფა · მწვანე ტბა · პალიასტომი · პატარა რიწა · რიწა · საღამოს ტბა · ტაბაწყური · ტობავარჩხილი · ფარავანი · ქვედის ტბა · ყელის ტბა · ცისფერი ტბა · წუნდის ტბა · ხანჩალი · ჯანდარის ტბა

წყალსაცავები

ალგეთის წყალსაცავი · გალის წყალსაცავი · გუმათის წყალსაცავი · დალის მთის წყალსაცავი · ვარციხის წყალსაცავი · ზონკარის წყალსაცავი · თბილისის ზღვა · იაყუბლოს წყალსაცავი · ლაჯანურის წყალსაცავი · ნადარბაზევის ტბა · ჟინვალის წყალსაცავი · სიონის წყალსაცავი · ტყიბულის წყალსაცავი · ყვარლის წყალსაცავი · შაორის წყალსაცავი · წალკის წყალსაცავი · ჯვრის წყალსაცავი

არხები

ალაზნის არხი · აჯამეთის არხი · გარდაბნის არხი · დიდი რუ · დოეს-გრაკალის არხი · ვანათის არხი · ზემო ალაზნის სარწყავი სისტემა · თეზ-ოკამის არხი · კეხვის არხი · ლამბალოს არხი · მაშველი არხი · მუხრანის არხი · სადახლოს არხი · სალთვისის არხი · სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხი · სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხი · სკრა-ქარელის არხი · ტაშისკარის არხი · ტირიფონის არხი