მიასნიკოვკა - ვიკიპედია
- ️Invalid Date
მიასნიკოვკა
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი | |
---|---|
მიასნიკოვკა | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
თემი | ლათა |
კოორდინატები | 43°02′53″ ჩ. გ. 41°26′36″ ა. გ. / 43.04806° ჩ. გ. 41.44333° ა. გ. |
ადრეული სახელები | ბებუტოვკა |
მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მიასნიკოვკა (ძვ. დალი) — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში (ლათის თემი), მდინარე კოდორის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 280 მ, გულრიფშიდან 51 კმ. ეს არის ისტორიული სოფელი დალი. სახელწოდება დალი ქართულია, მომდინარეობს სვანური ნადირობის ღვთაებისგან და „დალის საუფლოს“ ნიშნავს. შუა საუკუნეებში დალი ისტორიული ქალის სახელწოდება იყო, რომელიც მდინარე კოდორის ზემო წელს მოიცავდა. დალს იხსენიებენ იოჰან გიულდენშტედტი, XIX საუკუნის 30-იან წლებში – ა. აბრიუცკი, ალექსანდრე ნორდმანი. 1867 ადგილობრივი მოსახლეობა მთლიანად გადაასახლეს ოსმალეთის იმპერიაში. მოგვიანებით აქ ოსმალეთიდან გადმოსახლებული სომხები დამკვიდრდნენ. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მას ბებუტოვკა ეწოდებოდა.[1] 1949 წელს შედიოდა ლათის სასოფლო საბჭოში მიასნიკოვკის სახელწოდებით.[2][1] იგი ეწოდა სომეხი რევოლუციონერის, რკპ (ბ) ამიერკავკასიის სამხედრო კომიტეტის პირველი მდივნის ალექსანდრე მიასნიკოვის პატივსაცემად, რომელიც 1925 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, , 1983. — გვ. 676.
- ↑ 1.0 1.1 ხორავა ბ., ჭანტურია ნ., აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბილისი: უნივერსალი, 2019. — გვ. 96, 129, ISBN 978-9941-26-675-1.
- ↑ ხორავა ბ., ცხადაია პ., აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 91.
გულრიფშის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები | ||
---|---|---|
აბლუხვარა · აგიში · აზანთა · ათარბეკოვკა · ალექსანდროვკა · ამზარა · ამტყელი · არასარა · არღუნია · აჭანდარა · ბაბუშარა · ბაღმარანი · ბუდუკი · განახლება · გეორგიევსკოე · გერგემიში · დრანდა · ესტონკა · ვარჩა · ველი · ვლადიმიროვკა · ზეგანი · ზენობანი · ზემო აფიანჩა · ზემო გულრიფში · ზემო ლათა · ზემო მაჭარა · ზემო ფშაფი · ზემო წყარო · თხუბუნი · კადარი · კელასური (მაჭარის თემი) · კელასური 1 · კელასური 2 · კირნათი · ლათა · მარანი · მარდახუჭი · მაჭარა · მეორე ბაგაჟიაშთა · მერხეული · მეტელევკა · მზისეული · მიასნიკოვკა · მრამბა · ნაა · ოქტომბერი · ოჯიბინა · პანტა · პირველი ბაგაჟიაშთა · პოლტავა-ალექსანდროვსკოე · ტეხი · ფარნაუთი · ფშაფი · ქვემო აფიანჩა · ქვემო მერხეული · ქვემო ფშაფი · ქვემო წყარო · ქვენობანი · ღურზული · ყადა · ყორასი · შაუმიანოვკა · შმათი · შუამთა · ჩერნიგოვკა (განახლების თემი) · ჩერნიგოვკა (მერხეულის თემი) · წებელდა · წიფლოვანი · ჭალა · ხიზარუხა · ხუმუშქური (განახლების თემი) · ხუმუშქური (ვლადიმიროვკის თემი) · ჯამპალი |