მუხაესტატე - ვიკიპედია
- ️Thu Apr 19 2012
მუხაესტატე
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი | |
---|---|
მუხაესტატე | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | მუხაესტატე |
კოორდინატები | 41°50′31″ ჩ. გ. 41°51′59″ ა. გ. / 41.84194° ჩ. გ. 41.86639° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 80 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2045[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,2 %, რუსები 0,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მუხაესტატე — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი მუხაესტატე). მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე აჭყვის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ., ქობულეთიდან 7 კმ. სოფელში გადის ქობულეთი-ოზურგეთი-საჯავახოს საავტომობილო გზა.
გადმოცემის თანახმად სოფლის სახელწოდება დაკავშირებულია ტყვეთა სყიდვასთან. ჭანიეთელი გლეხი ესტატე ბავშვებს იტაცებდა და ოსმალეთში ჰყიდდა. ერთხელ, როდესაც მუშტარი დათქმულ ადგილას არ დახვდა, მან ბავშვი მუხაზე მიაბა და ხეზე კი სახელი ესტატე ამოკაწრა, რათა მყიდველს გაეგო ბავშვი ვინ მიუყვანა და ფული ხის ფუღუროში დაეტოვებინა. წლების შემდეგ ესტატეს მღვდლისთვის აღსარებაში გაუნდია ეს ამბავი და ადგილიც დაუსახელებია. ხალხში ეს ამბავი გავრცელდა და ადგილს მუხაესტატე დაერქვა.[2]
1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს აქ გაჩნდა ვაჭარ-მიკიტანთა დასახლება დუქნებით და ფარდულებით.[3]
საბჭოთა პერიოდში მუხაესტატეს სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფლები ზენითი, ალამბარი და ზედა კონდიდი. განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა, მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2045 კაცი[1].
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 1974[4][5] |
2014 | 2045[1] ![]() |
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, , 1984. — გვ. 228.
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ დურმიშხან ცინცაძე, „ლეგენდა მუხაესტატეზე“ — „ლიტერატურული აჭარა“ N3, 1959 წ.
- ↑ ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 32.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2016-06-05.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტები | ||
---|---|---|
ალამბარი · აჭი · აჭყვისთავი · ბობოყვათი · ბუკნარი · გვარა · გოგმაჩაური · გორგაძეები · დაგვა · დიდვაკე · ვარჯანაული · ზედა აჭყვა · ზედა კვირიკე · ზედა კონდიდი · ზედა სამება · ზენითი · კეჭიეთი · კვირიკე · კობალაური · კოხი · ლეღვა · მუხაესტატე · ნაკაიძეები · ნაცხავატევი · ოხტომი · საჩინო · სახალვაშო · სკურა · სტალინისუბანი · ტყემაკარავი · ქაქუთი · ქვედა აჭყვა · ქვედა დაგვა · ქვედა კვირიკე · ქვედა კონდიდი · ქვედა სამება · ქობულეთი · შუაღელე · ჩაისუბანი · ჩაქვისთავი · ციხისძირი · ცხრაფონა · წყავროკა · ჭახათი · ხალა · ხინოწმინდა · ხუცუბანი · ჯიხანჯური |