ka.wikipedia.org

ნიკეის იმპერია - ვიკიპედია

ნიკეის იმპერია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკეის იმპერია
ბერძ. Βασίλειον τῆς Νίκαιας

12041261
დედაქალაქი ნიკეა
ენა ბერძნული
რელიგია მართლმადიდებლობა

ნიკეის იმპერია — სახელმწიფო მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჯვაროსანთა მეოთხე ლაშქრობის შემდეგ ბიზანტიის იმპერია ოთხ ნაწილად დაიშალა: ლათინთა (კონსტანტინოპოლის), ნიკეის, ტრაპიზონის იმპერიებად და ეპირის დესპოტატად. ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ საპატრიარქოს უმაღლესმა წარმომადგენლობამ და დედაქალაქის მრავალმა დიდებულმა ნიკეას შეაფარა თავი, რომელიც მალე იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის მთავარ ცენტრად. ნიკეის იმპერიის დამაარსებლად თეოდორე I ლასკარისი ითვლება (1208-1222 წწ.). მან დაქირავებული ჯვაროსნების დახმარებით დაამარცხა თურქ-სელჩუკები. აღმოსავლეთიდან მეორე საშიში მტერი იყო ტრაპიზონის იმპერია, რომლის იმპერატორმა ალექსი კომნენოსმა გადაწყვიტა დაეპყრო ნიკეის იმპერია, მაგრამ თეოდორე I ლასკარისმა იგი დაამარცხა და შავიზღვისპირეთის რამდენიმე ქალაქიც დაიპყრო (1214 წ.).

თეოდორე ლასკარისის სიკვდილის შემდეგ ნიკეის იმპერიას განაგებდა მისი სიძე იოანე III დუკა ვატაცე (1222-1254 წწ.), ენერგიული და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი. მისი მმართველობის დროს ნიკეის იმპერია კიდევ უფრო გაძლიერდა, დაუპირისპირდა რა მეორე ეროვნულ ცენტრს - ეპირის დესპოტატს, რომელიც ბოლოს თავის ვასალად აქცია. იგი ხელს უწყობდა ვაჭრობას, ლიტერატურისა და ხელოვნების აყვავებას, ეროვნული თვითშეგნების გაღვივება-განმტკიცებას.

თეოდორე II ლასკარისის დროს (1254-1258 წწ.) ნიკეის იმპერიას კვლავ მოუხდა შეტაკება ბულგარელებთან და ეპირის დესპოტატთან, რასაც ახალმა იმპერატორმა წარმატებით გაართვა თავი. თეოდორე II ლასკარისი ცდილობდა არმია მთლიანად ეროვნული კონტინგენტით შეევსო და აღარ დაყრდნობოდა უცხოელთა დაქირავებულ ლაშქარს.

თეოდორე II-ის უდროოდ გარდაცვალების შემდეგ ნიკეის იმპერიის ტახტზე არსრულწლოვანი იოანე IV ლასკარისი (1258-1261 წწ.) ავიდა, ხოლო რეგენტი და იმპერიის ფაქტობრივი მმართველი გახდა გაქნილი პოლიტიკოსი მიხეილ პალეოლოგოსი, რომელმაც 1259 წელს თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამავე წელს ქალაქ კასტორიასთან მან სასტიკად დაამარცხა ეპირისა და დასავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს (სიცილიის სამეფო, სერბია და სხვ.) გაერთიანებული ლაშქარი. 1261 წელს მიხეილ პალეოლოგოსმა ნიმფეონში ხელშეკრულება დადო გენუასთან ვენეციისა და ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ, რამდენიმე თვის ალყის შემდეგ კონსტანტინოპოლი გაათავისუფლა ჯვაროსნებისაგან და წმინდა სოფიას ტაძარში ხელმეორედ ეკურთხა იმპერატორად.

    

იმპერიები

ანტიკური ხანის
იმპერიები

აქადის იმპერია · ეგვიპტის ახალი სამეფო · ასურეთი · ბაბილონი · აქსუმი · ხეთების სამეფო · სპარსეთი (მიდია · აქემენიდები · პართია · სასანიანები· მაკედონიის იმპერია (პტოლემეების იმპერია · სელევკიდების იმპერია· ინდოეთი (მაურიების იმპერია · გუპტას იმპერია· ჩინეთი (ცინის იმპერია · ხანის დინასტია· რომის იმპერია (დასავლეთ რომის იმპერია · აღმოსავლეთ რომის იმპერია· ხუნუ

შუა საუკუნეების
იმპერიები

ბიზანტიის იმპერია (ნიკეის იმპერია · ტრაპიზონის იმპერია)  · ჰუნების იმპერია · არაბთა სახალიფო ომაიანთა სახალიფო · აბასიანები · ფატიმიდები · ალმოჰადები · კორდოვის სახალიფო· სპარსეთი (თაჰარიდები · სამანიდები · ბუიდები · სალარიდები · ზიარიდები) ღაზნევიდების იმპერია · სელჩუკთა იმპერია · ხვარაზმი · თემურიდების იმპერია · ჩოლას იმპერია · მონღოლთა იმპერია (იუანი · ოქროს ურდო · ჩაღათას ულუსი · ილხანები· სერბეთის იმპერია · ბულგარეთის იმპერია (ბულგარეთის პირველი იმპერია · ბულგარეთის მეორე იმპერია)  · კაროლინგების იმპერია · საღვთო რომის იმპერია · მალის იმპერია · განის იმპერია · აცტეკები · ინკები · შრივიჯაია · მაჯაპაჰიტი · ეთიოპია · პალას იმპერია

ახალი და
უახლესი ეპოქის
იმპერიები

მარათჰა · მოგოლები · ოსმალეთი · სპარსეთი (სეფიანები · აფშარიდები · ზენდები · ყაჯარები) ეთიოპია · პორტუგალია · ესპანეთი · იბერიის უნია · ჰოლანდია · ამერიკა · ბრიტანეთი · ნაპოლეონის საფრანგეთი · ავსტრია · საფრანგეთის კოლონია · გერმანიის იმპერია (მეორე რაიხი · მესამე რაიხი· გერმანიის კოლონია · რუსეთი · შვედეთი · ავსტრო-უნგრეთი · ბრაზილია · იტალია · კორეა · იაპონია

    

გვიანდელ შუა საუკუნეებში არსებული სახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთში

მუსლიმური სახელმწიფოები

ქრისტიანული სახელმწიფოები