პავლე კანდელაკი - ვიკიპედია
პავლე კანდელაკი
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პავლე კანდელაკი | |
---|---|
დაბადების სახელი | პავლე კანდელაკი |
დაბადების თარიღი |
29 იანვარი, 1900 აბაშა |
გარდაცვალების თარიღი |
18 აგვისტო, 1968 (57 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | მსახიობი |
პავლე მამანტის ძე კანდელაკი (დ. 29 იანვარი, 1900, დაბა აბაშა — გ. 18 აგვისტო, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, ხელოვნების და კულტურის მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, აქვე ეზიარა სასცენო ხელოვნებას. 1920 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, 1922 წელს გადადის აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში, რომლის დამთავრების შემდეგ 1924–1930 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობია. ამავე დროს ვოკალური ხელოვნებას ეუფლება ოლღა ბახუტაშვილ-შულგინას ხელმძღვანელობით თბილისის კონსერვატორიაში მონაწილეობს დრამატულ და საოპერო სპექტაკლებში. ბრუნდება უნივერსიტეტში და 1931 წელს ამთავრებს იურიდიულ ფაკულტეტს.
1930 წელს პავლე კანდელაკი ადმინისტრაციულ სამუშაოზეა. საქფილეგთის დირექტორი, ხელოვნების სამმართველოს უფროსის მოადგილე, კულტსაგანამანათლებლო დაწესებულებათა საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 1951–1952 წლებში პარალელურად ასრულებდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოვალეობას. შემდეგ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1956 წლიდან გრიბოედოვის თეატრის დირექტორია. ამ პერიოდში პ. კანდელაკი საქართველოს კინემატოგრაფიის, შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილეცაა.
1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კ. მაქსის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) დირექტორი. დაჯილდოვებული იყო „შრომის წითელი დროშის“, „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
- საპატიო ნიშნის ორდენი
- შრომის წითელი დროშის ორდენი
- საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 205, თბ., 1994
- პავლე კანდელაკი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პავლე კანდელაკი [დაარქივებული] — ეროვნული ფილმოგრაფია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორები |
---|
გავრილ ტოკარევი (1846-1851) • ავგუსტ დე სენ ტომა (1851) • ვლადიმერ დე სენ ტომა (1851-1857) • ადოლფ ბერჟე (1857-1867) • გუსტავ რადე (1868-1903) • ალექსანდრე კაზნაკოვი (1903-1919) • ნოე ყიფიანი (1919-1923) • გიორგი გეხტმანი (1923-1930) • სანდრო ეული-ქურიძე (1931-1936) • ბარონ ბიბინეიშვილი (1936-1937) • ილია მაჩაბელი (1937) • ნიკოლოზ ჭელიძე (1938-1941) • ვლადიმერ მგალობლიშვილი (1941-1943) • სანდრო ეული-ქურიძე (1944-1962) • პავლე კანდელაკი (1962-1968) • ალექსანდრა კავკასიძე (1968-1984) • აკაკი ძიძიგური (1984-1991) • ნოდარ წულეისკირი (1991-1992) • აკაკი ძიძიგური (1992-1997) • ალექსანდრე კარტოზია (1997-1998) • ლევან ბერძენიშვილი (1998-2004) • ზაალ აბაშიძე (2005-2006) • ბორის გაგუა (2007-2011) • მირიან ხოსიტაშვილი (მ/შ) (2011-2012) • გიორგი კეკელიძე (2012-2024) • კონსტანტინე გამსახურდია (2024-დან) |