საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - ვიკიპედია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 2009 |
იურისდიქცია | დამოუკიდებელი |
თანამშრომლები | 221 (2016 წ. საშტატო განრიგით) |
ყოველწლიური ბიუჯეტი | 10 785 000 ₾ (2020) |
უწყების ხელმძღვანელი | გოგიტა თოდრაძე, აღმასრულებელი დირექტორი |
უწყების ტიპი | სსიპ |
საიტი | |
www.geostat.ge |
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) — საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი უწყება, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური შექმნილია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.[1]
- მნიშვნელოვნობა, ობიექტურობა, საყოველთაო ხელმისაწვდომობა;
- პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკის დაცვა;
- ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;
- სტატისტიკური მონაცემების მცდარი გამოყენების თავიდან აცილება;
- სტატისტიკური წყაროს არსებობა;
- კონფიდენციალურობა;
- საკანონმდებლო ბაზის საჯაროობა;
- ეროვნული კოორდინაცია;
- საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება;
- საერთაშორისო თანამშრომლობა.
- სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
- სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შემუშავება;
- სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა წარმოება, რომელიც მოიცავს:
- სტატისტიკური კვლევების ჩატარებას;
- ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით;
- დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას;
- სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას;
- გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
- საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას;
- მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;
- ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
- სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა.
საქსტატს ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც ჰყავს ორი მოადგილე, რომელთა დაქვემდებარებაში შედის 11 სხვადასხვა დეპარტამენტი. აღმასრულებელი დირექტორი ასევე არის ორი სათათბირო ორგანოს — საბჭოს წევრი: ესენია საქსტატის საბჭო და მრჩეველთა საბჭო.
- ↑ საქართველოს კანონი სტატისტიკის შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (12 ნოემბერი, 1997). ციტირების თარიღი: 20 აპრილი, 2020.