ka.wikipedia.org

მყრალა - ვიკიპედია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(გადამისამართდა გვერდიდან სკუნსი)

მყრალა
Mephitis mephitis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  კვერნისებრნი
სახეობა:  მყრალა
ლათინური სახელი
Mephitis mephitis
დაცვის სტატუსი
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 41635

სისტემატიკა
ვიკისახეობებში

სურათები
ვიკისაწყობში
ITIS  180562
NCBI  30548
EOL  328593
FW  48141

მყრალა (Mephitis mephitis) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 28-38 სმ, კუდისა — 18—44 სმ, მასა — 0,8—2,5 კგ აღწევს. ტერფითმავალია. ბალნიანი საფარველი ხშირი და ფუმფულაა, განსაკუთრებით კუდზე. ფერად უფრო შავ-თეთრია. კუდის ძირში აქვს ჯირკვლები, რომლებიც გამოყოფენ მეტად მყრალ ნივთიერებას. საფრთხის შემთხვევაში მყრალა ამ სითხეს აფრქვევს თავდამსხმელის მიმართულებით. გავრცელებულია სამხრეთ კანადიდან ცენტრალურ ამერიკამდე. ცხოვრობს ნაირგვარ სავარგულებში. იკვებება პატარ-პატარა ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით, მწერებით. მრავლდება ზამთრის დამლევს. მაკეობა 63 დღემდე გრძელდება. 4—10 ნაშიერს შობს. ერთი წლისა სქესობრივად მწიფდება. მყრალას ძვირფასი ბეწვი აქვს.