ka.wikipedia.org

სულიწმინდა - ვიკიპედია

სულიწმინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(გადამისამართდა გვერდიდან სულიწმინდა ღმერთი)

სულიწმინდის ვიტრაჟი წმინდა პეტრეს ბაზილიკიდან.

სულიწმიდა — მესამე პირი წმიდა სამებისა, არის ისეთივე ჭეშმარიტი და ძლიერი ღმერთი, როგორიც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. საღმრთო წერილი ამოწმებს სულიწმიდის ღვთაებრიობას, როდესაც მიაწერს მას ღვთიურ თვისებებს — ყოვლისმეცნიერებას, ყოვლისშემძლეობას, ყველგანმყოფობას, ღვთიურ სახელს, ღვთიურ მოქმედებას.

პიროვნული თვისება სულიწმიდისა არის წინა საუკუნეთა მამისაგან გამომავლობა. ეს პიროვნული თვისება სულიწმიდისა ცხადად გამოხატა იესო ქრისტემ შემდეგი სიტყვებით:„რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის“ (ინ• 15, 26)

    

 

ანგელოზთა პირველი სამეული

საქართველო

 

ანგელოზთა მეორე სამეული

 

ანგელოზთა მესამე სამეული