ფრეს პროვინცია - ვიკიპედია
ფრეს პროვინცია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია | ||||
---|---|---|---|---|
ფრეს პროვინცია ტაი. แพร่ | ||||
![]() | ||||
| ||||
ქვეყანა |
![]() | |||
ადმ. ცენტრი | Phrae და Mueang Phrae | |||
შიდა დაყოფა | Mueang Phrae, Rong Kwang, Long, Sung Men, Den Chai, Song, Wang Chin და Nong Muang Khai | |||
კოორდინატები | 18°08′42″ ჩ. გ. 100°08′26″ ა. გ. / 18.14500° ჩ. გ. 100.14056° ა. გ. | |||
ფართობი | 6,538.6 კმ² | |||
მოსახლეობა | 454,083 კაცი (2014) | |||
სიმჭიდროვე | 69 კაცი/კმ² | |||
სასაათო სარტყელი | UTCUTC+7 | |||
სატელეფონო კოდი | (+66) 0 5452 3422 ან (+66) 0 5451 1411 | |||
საფოსტო ინდექსი | 54 | |||
ოფიციალური საიტი | phrae.go.th | |||
![]() | ||||
ფრეს პროვინცია (ტაი. แพร่) — ტაილანდის ერთ-ერთი ჩრდილოეთი პროვინცია (ჩანგვათი)[1]. მეზობელი პროვინციებია: ფაიაუ, ნანი, უტარადიტი, სუქოტაი და ლამპანგი.

მდებარეობს 551 კმ-ით ჩრდილოეთით ქვეყნის დედაქალაქ ბანგკოკიდან. ფრეს პროვინცია მდებარეობს მდინარე იომის ხეობაში. Phi Pan Nam Range-ის მთათა სისტემა გადის პროვინციის ჩრდილოეთიდან სამხრეთით დასავლეთში.
ფრეს პროვინციას აქვს ტროპიკული სავანის კლიმატი. ზამთარი მშრალი და თბილია. ტემპერატურა იმატებს აპრილამდე, რომელიც არის ძალიან ცხელი, საშუალო დღიური ტემპერატურაა 37.6 ° C (99.7 ° F). წვიმების სეზონი გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე.

ფრეს პროვინციის ისტორია თარიღდება სამეფოს მონტის დასაბამიდან. 1443 წელს, რეგიონი გახდა ლანატაის სამეფოს ნაწილი.
ერთ-ერთი ვერსიით, ფრეს და ნანის ქალაქებს ერთდროს მართავდა ორი ძმა. როდესაც ისინი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, მიწების დაყოფის თაობაზე, ერთ-ერთი მათგანი იყო ცხენზე ამხედრებული, ხოლო მეორე - კამეჩზე. ამ ვერსიით ფრეს მმართველი იყო ცხენზე, და მას შემდეგ ცხენი გახდა პროვინციის სიმბოლო. 1940 წელს ცხენთან ერთად პროვინციის გერბზე აისახა Phra Tat Cho Hae-ის ტაძარიც. ეს ტაძარი დაახლოებით 9 კმ-ით სამხრეთითაა ფრეს პროვინციიდან.[2]

ფრეს პროვინცია დაყოფილია 8 რაიონად (ამფხე), რომლებიც, თავის მხრივ, შედგება 78 ქვეზონისგან (ტამბონ) და 645 სოფლისგან (მუბანი).
- ↑ Phrae. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 18 May 2015.
- ↑ General Information. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 18 May 2015.
![]() |
ფაიაუს პროვინცია | ![]() | ||
ლამპანგის პროვინცია | ![]() |
ნანის პროვინცია | ||
![]() ![]() | ||||
![]() | ||||
სუქოტაის პროვინცია | უტარადიტის პროვინცია |