ka.wikipedia.org

სიოგუნი - ვიკიპედია

  • ️Thu Mar 01 2012

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

(გადამისამართდა გვერდიდან შოგუნი)

მინამოტო იორიტომო პირველი სიოგუნი, (1192–1199)

სიოგუნი (იაპონ. 将軍 しょうぐん; სეიი ტაისიოგუნის შემოკლებული სახელწოდება, სიტყვასიტყვით — დიდი მხედართმთავარი, რომელიც იმორჩილებს ბარბაროსებს) — თავდაპირველად იაპონიის იმპერიის სამხედრო წოდება იყო და იმ ჯარების სარდლებს ანიჭებდნენ, რომლებსაც 794-დან 811-მდე კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში გზავნიდნენ ემისების დასამორჩილებლად.

1192 წელს სიოგუნის წოდება მიენიჭა მინამოტოს ფეოდალური სახლის მეთაურს მინამოტო იორიტომოს. ამ დროიდან სიოგუნს უწოდებდნენ იაპონიის სამხედრო-ფეოდალურ გამგებლებს (რომლებიც მართავდნენ ქვეყანას იმპერატორის სახელით) მინამოტოს (1192-1333), ასიკაგას (1335(1338)-1573), ტოკუგავას (1603-1867) ფეოდალური დინასტიებიდან.