ka.wikipedia.org

წითელი არმია - ვიკიპედია

  • ️Mon Jan 01 2007

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წითელი არმიის დროშა

მუშურ-გლეხური წითელი არმია (რუს. Рабоче-крестьянская Красная армия (РККА)) — სსრკ-ის შეიარაღებული ძალების სახელწოდება 1918-1946 წლებში.

წითელი არმიის დაარსების დღედ მიჩნეულია 1918 წლის 23 თებერვალი, როდესაც, ოფიციალური საბჭოთა პროპაგანდის მიხედვით, მიღწეულ იქნა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება კაიზერის გერმანიასთან ომში. 1946 წლის თებერვალში სახელწოდება წითელი არმია შეიცვალა ტერმინით საბჭოთა არმია რომელიც გულისხმობდა სსრკ-ის შეიარაღებული ძალების ყველა სახეობას, გარდა სამხედრო-საზღვაო ფლოტისა.

საბჭოთა ფრონტები: