ka.wikipedia.org

ჯოის კეროლ ოუტსი - ვიკიპედია

  • ️Thu Jun 16 1938

ჯოის კეროლ ოუტსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯოის კეროლ ოუტსი
ინგლ. Joyce Carol Oates
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1938[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] (86 წლის)
დაბადების ადგილი Lockport[16] [5]
ფსევდონიმი Rosamond Smith და Lauren Kelly
საქმიანობა დრამატურგი[17] , პოეტი[18] [19] , რომანისტი, ესეისტი, ავტობიოგრაფი, მწერალი[20] [21] [17] [23] , სცენარისტი, პროფესორი[24] [25] [26] და დღიურის ავტორი
მოქალაქეობა  აშშ[27] [28] [29] [5]
ალმა-მატერი University of Detroit Mercy, რაისის უნივერსიტეტი, სირაკიუსის უნივერსიტეტი, მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი და Williamsville South High School
პერიოდი 1999[30]
Magnum opus შავი წყალი, Blonde და The Falls
ჯილდოები გუგენჰაიმის სტიპენდია[31] , ო. ჰენრის პრემია, წიგნების ეროვნული პრემია[32] , სენტ-ლუისის ლიტერატურული პრემია, რეას პრემია მოკლე ისტორიისთვის, ბრემ სტოკერის პრემია რომანისათვის, პენ/მალამუდის პრემია, Oprah's Book Club, ჰელმერიხის პრემია, კარლ სენდბერგის ლიტერატურული პრემია[33] , Common Wealth Award of Distinguished Service, Prix Femina étranger, წლის ჰუმანისტი[34] , Fernanda Pivano Award for American Literature, ეროვნული ჰუმანიტარული მედალი[35] , მადამ ფიგაროს გრან-პრი საუკეთესო უცხოური რომანისთვის, ჩინო დელ დუკას პრემია[36] , Pushcart Prize, Stone Award for Lifetime Literary Achievement, ნიუ-ჯერსის დიდების დარბაზი, honorary doctor of Brandeis University, honorary doctor of the Northwestern University და Ivan Sandrof Lifetime Achievement Award[37]
მეუღლე რეიმონდ ჯოზეფ სმიტი

გავლენა მოახდინეს

ჯოის კეროლ ოუტსი (ინგლ. Joyce Carol Oates; დ. 16 ივნისი, 1938) — ამერიკელი მწერალი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო და მას შემდეგ 58 რომანი, პიესები, ნოველები, მემუარები და მრავალი მოთხრობების, ლექსებისა და ესეების კრებული გამოაქვეყნა. მისი ორი რომანი და ორი მოთხრობათა კრებული პულიცერის პრემიის ფინალისტებს შორის მოხვდა. მწერალი არაერთი ჯილდოს მფლობელია, მათ შორისა წიგნის ეროვნული პრემია (1970), ორი ო. ჰენრის პრემია და იერუსალიმის პრემია (2019).

1978-2014 წელებში ოუტსი პრინსტონის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ამჟამად იგი მოწვეული პროფესორია კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც მცირე პროზას ასწავლის.[38]

2016 წელს ოუტსი ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების წევრი გახდა.[39]

დაიბადა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ლოკპორტში. იზრდებოდა მშობლების ფერმაში.

ახლო ურთიერთობა ჰქონდა ბებიასთან, ბლანშე ვუდსაიდთან.[40] მისი სიკვდილის შემდეგ, ოუტსმა შეიტყო, რომ მისმა მამამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის შემდეგაც ბლანშე თავის ებრაულ წარმოშობას მალავდა. ოუტსმა ბებიის ცხოვრების შესახევ დაწერა რომანი „მესაფლავის ქალიშვილი“ (2007).[40]

ლიტერატურით ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. ლუის კეროლის წიგნს „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“, რომელიც მას ბებიამ აჩუქა, ოუტსი „თავისი ბავშვობის უძვირფასეს საგანძურს და მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ გავლენას“ უწოდებს.[41] მოზარდობის წლებში ეცნობოდა შარლოტა და ემილი ბრონტეების, ფიოდორ დოსტოევსკის, უილიამ ფოლკნერის, ერნესტ ჰემინგუეისა და ჰენრი დეივიდ თოროუს შემოქმედებას. ამ მწერლებმა მასზე ძლიერი გავლენა მოახდინეს.[42] ოუტსმა წერა 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა ბებიამ საბეჭდი მანქანა აჩუქა.[40]

სწავლობდა სოფლის სკოლაში, მოგვიანებით კი ქალაქის გარეუბნის სკოლებში გადაინაცვლა. 1956 წელს სკოლა დაამთავრა.[43] იგი პირველი იყო ოჯახში, ვინც სრული საშუალო განათლება მიიღო.[44]

  1. http://www.nndb.com/lists/507/000063318/
  2. SNAC — 2010.
  3. Encyclopædia Britannica
  4. Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 5.2 http://web.archive.org/web/20170324034050/http://jeugdliteratuur.org/auteurs/joyce-carol-oates
  6. NooSFere — 1999.
  7. Discogs — 2000.
  8. FemBio database
  9. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  10. Národní autority České republiky
  11. The Fine Art Archive — 2003.
  12. VIAF ID
  13. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  14. Babelio — 2007.
  15. Munzinger Personen
  16. http://www.theguardian.com/books/2012/aug/14/joyce-carol-oates-portrait-artist
  17. 17.0 17.1 The Fine Art Archive
  18. http://muse.jhu.edu/journals/not/summary/v058/58.4adams.html
  19. https://muse.jhu.edu/journals/notes/v058/58.4adams.pdf
  20. http://www.nytimes.com/books/98/07/05/specials/oates.html
  21. http://www.theguardian.com/related/books/2012/sep/07/my-hero-joyce-carol-oates-rose-tremain
  22. Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
  23. http://www.wordplays.com/crossword-solver/Longtime-%22Frasier%22-actress
  24. http://www.wordplays.com/crossword-solver/Professor-of-herbology-at-Hogwarts
  25. http://nymag.com/thecut/2014/03/princeton-faculty-denounces-princeton-mom.html
  26. http://www.nytimes.com/2005/10/13/books/13cnd-nobel.html?hp
  27. http://www.nytimes.com/2010/05/17/books/17arts-AWARDFORSPOR_BRF.html
  28. http://www.nytimes.com/interactive/2013/04/14/education/edlife/20130414.html?_r=0
  29. RKDartists
  30. Guggenheim Fellows database
  31. https://www.nationalbook.org/books/them/
  32. https://www.chipublib.org/chicago-public-library-foundation-awards/
  33. https://www.princeton.edu/news/2007/06/27/oates-named-humanist-year#:~:text=Joyce%20Carol%20Oates%2C%20the%20Roger,last%20month%20in%20Portland%2C%20Ore.
  34. https://www.neh.gov/about/awards/national-humanities-medals/joyce-carol-oates
  35. https://www.livreshebdo.fr/article/joyce-carol-oates-laureate-du-prix-mondial-cino-del-duca-2020
  36. https://www.bookcritics.org/past-awards/2009/
  37. Berkeley English Joyce Carol Oates Courses. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-14. ციტირების თარიღი: 2019-12-14
  38. APS Member History. ციტირების თარიღი: 2021-02-18
  39. 40.0 40.1 40.2 Reese, Jennifer (2007). „Joyce Carol Oates gets personal“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-02. ციტირების თარიღი: 2022-04-24.
  40. Oates, Joyce Carol (2003). The Faith of a Writer, გვ. 14. ISBN 9780060565534. 
  41. (1989) რედ. Milazzo, Lee: Conversations with Joyce Carol Oates. University Press of Mississippi, გვ. 143. 
  42. Kwiatkowski, Jane (1999). „The Williamsville that Joyce Carol Oates Knew“. The Buffalo News. Buffalo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-25. ციტირების თარიღი: 2022-04-24.
  43. Edemariam, Aida (2004). „The new Monroe doctrine“. The Guardian.