1030 - ვიკიპედია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1030 (ათას ოცდაათი) წელი — იულიუსის კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ხუთშაბათი. ეს წელი არის XI საუკუნის მე-3 დეკადის მე-10 წელი.
- ბაგრატ IV-ის დედის მარიამის ელჩობა ბიზანტიაში. ბაგრატის დაქორწინება კეისარ რომანოზ III-ის ასულ ელენეზე
- ნორმანდიელებმა დაიპყრეს სამხრეთი იტალია და სიცილია, დააარსეს რამდენიმე საგრაფო და საჰერცოგო, რომლებიც გაერთიანდნენ ერთიან სიცილიის სამეფოდ
- ტარტუს პირველი წერილობითი ხსენება
- კიევის მთავარმა იაროსლავ ბრძენმა ტარბატუს ნაქალაქარის ადგილზე დააარსა დასახლება იურიევი (თავისი ნამდვილი სახელის მიხედვით)
- 30 აპრილი : მაჰმუდ ღაზნევი — ღაზნევიდების სახელმწიფოს სულთანი 998-1030 წწ (დ.971)
- ელენე - საქართველოს დედოფალი, კეისარ რომანოზ III-ის ასული
- საქართველო
- საქართველოს სამეფო : ბაგრატ IV, ძე გიორგი I-ისა - ერთიანი საქართველოს მეფე (1027 - 1072)
- კახეთის სამთავრო : გაგიკი - კახეთის ქორეპისკოპოსი (1029 - 1058)
- თბილისის საამირო : ჯაფარ III იბნ ალი - თბილისის ამირა (1012-1045)
- საქართველოს ეკლესია : ოქროპირ II - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (1030 - 1039)
- სამხრეთი კავკასია
- ანისის სამეფო : აშოტ IV - ანისის (შირაკის) მეფე (1020-1040)
- ვანანდის სამეფო : გაგიკ-აბასი - ვანანდის (ყარსის) მეფე (1029- 1065)
- სიუნიკის სამეფო : სუმბატ II - სიუნიკის მეფე (1019-1070)
- სამხრეთ-დასავლეთი აზია
- ბიზანტიის იმპერია : რომან III - ბიზანტიის იმპერატორი (1028 - 1034)
- ღაზნევიდების სახელმწიფო : მეჰმედ ღაზნევი - სულთანი (1030- 1031)
- ბაღდადის სახალიფო : ალ-ქადირი - ბაღდადის ხალიფა (991-1031)
- აღმოსავლეთი ევროპა
- კიევის რუსეთი : იაროსლავ I ბრძენი – დიდი მთავარი (1019-1054)
- პოლონეთი : მიეშკო II - პოლონეთის მეფე (1025-1031)
- დასავლეთი ევროპა
- საღვთო რომის იმპერია : კონრად II - იმპერატორი (1024-1039) და გერმანიის მეფე
- საფრანგეთი : რობერტ II - საფრანგეთის მეფე (996-1031)
- ინგლისი : კნუდ I დიდი - ინგლისის მეფე (1016-1035)
- წმინდა საყდარი : იოანე XIX - რომის პაპი (1024-1032)