1040-იანები - ვიკიპედია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1040-იანი (ათას ორმოციანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 1040-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1040 წლის 1 იანვარს და დასრულდა 1049 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
სარჩევი: 1040 1041 1042 1043 1044 1045 1046 1047 1048 1049
1040
- ლიპარიტ ბაღვაშმა ბიზანტიიდან ჩამოიყვანა ბაგრატის ნახევარძმა დემეტრე და მეფეს აუჯანყა
- შოტლანდიის სამეფო ტახტზე ავიდა მაკბეტი, მეფობდა 1040-1057 წლებში
1041
1042
- ინგლისში ხელისუფლება დაიბრუნა ანგლო-საქსურმა დინასტიამ
1043
- იაროსლავ I-ის ვაჟმა ვლადიმირმა განახორციელა უშედეგო ლაშქრობა კონსტანტინოპოლზე
1044
- ბაგრატ IV ცდილობს კახეთის შემოერთებას, მაგრამ ხელს უშლის ზურგიდან აჯანყება ლიპარიტ ბაღვაშისა
- ბირმაში გამეფდა ანავრატა - პაგანთა დინასტიის დამაარსებელი
1045
- ბაგრატ IV-მ დაამარცხა ტახტის მოცილე ნახევარძმა დემეტრე
- ბაგრატ IV-მ, სომეხთა თხოვნით, დაიჭირა ქალაქი ანისი
- ბაგრატ IV-მ დაიჭირა ტფილისი, მაგრამ ფეოდალთა ღალატის გამო იმავე წელს დაჰკარგა ტფილისიც და ანისიც
- კიევის მთავარმა იაროსლავ ბრძენმა დააარსა ქალაქი ტაროკი, ამჟამად თრაკაი (ლიტვა)
- დიდ ნოვგოროდში საფუძველი ჩაეყარა სოფიის ტაძარს
- ბერძნულ კუნძულ ქიოსზე იმპერატორმა კონსტანტინე IX მონომახმა ააგო ახალი მონასტერი
1046
- რომის არისტოკრატიის შეუთანხმებლობის გამო ერთდროულად სამო პაპი მოღვაწეობდა
1047
- დემეტრეს მეორე აჯანყება
- სასირეთის ჭალაში მეფე ბაგრატ IV დამარცხდა ლიპარიტ ბაღვაშთან
- არყის ციხესთან მეფე ბაგრატ IV ისევ დამარცხდა ლიპარიტ ბაღვაშთან
1048
- ლიპარიტ ბაღვაში დაატყვევეს სელჩუკებმა
1049
- 1040-1057 – შოტლანდიაში მეფობდა მაკბეტი