1900 - ვიკიპედია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1900 (ათას ცხრაასი) წელი — გრიგორიანული კალენდრის არანაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი და იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 13 დღე. ეს წელი არის XIX საუკუნის მე-10 დეკადის მე-10 წელი.
- 2 იანვარი — თბილისში აღინიშნა ქართული თეატრის დაარსებიდან 50 წლის იუბილე. ზეიმით შეხვდნენ ბათუმსა და ქუთაისშიც. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში დაიდგა გ. ერისთავის „გაყრა“, ასევე ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“ და „გლახა ჭრიაშვილი“.
- 4 იანვარი — ტიფლისთან ახლოს მოხდა მიწისძვრა, რის შედეგადაც განადგურდა 10 სოფელი და დაიღუპა 1000 ადამიანი.
- 8 მარტი — იწვის ლუი XIV-ის მიერ დაარსებული სარანგეთის ნაციონალური თეატრი Comedie-Francaise. მსხვერპლს შორის იყო ასევე 22 წლის მსახიობი იანა ენრიოტი. ამავე წლის 29 დეკემბერს იხსნება განახლებული შენობა.
- 28 მაისი — პორტუგალიაში, ესპანეთში, ალჟირსა და აშშ-ს რამდენიმე შტატში შეინიშნებოდა მზის სრული დაბნელება
- 29 ოქტომბერი — ნიუ-იორკში ქიმიური ქარხნის აფეთქების შედეგად დაიღუპა 200 ადამიანი.
- 3 იანვარი: ვასილ აბაევი — ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი, ფოლკლორისტი და ეთნოგრაფი. (გ. 2001)
- 5 იანვარი : ივ ტანგი — ფრანგი სურეალისტი–მხატვარი (გ. 1955)
- 20 იანვარი : ფილიპე აგალცოვი— რუსი ავიაციის მარშალი (გ. 1980)
- 24 იანვარი : ლადო მალაზონია — ქართველი მხატვარი (გ. 1985)
- 25 იანვარი : მიხა ხელაშვილი — ქართველი სახალხო პოეტი (გ. 1925)
- 28 იანვარი : იან ჰენდრიკ ოორტი — ნიდერლანდელი ასტრონომი (გ. 1992)
- 4 თებერვალი: ჟაკ პრევერი — ფრანგი მწერალი და პოეტი(გ. 1977)
- 13 თებერვალი : პოლიკარპე მურღულია — ქართველი თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი. (გ. 1973)
- 13 თებერვალი : როი ჰაროდი — ინგლისელი ეკონომისტი (გ. 1978)
- 15 თებერვალი : იან ლარი — საბავშვო მწერალი (გ. 1977)
- 22 თებერვალი : ლუის ბუნიუელი — ესპანელი რეჟისორი (გ. 1983)
- 26 თებერვალი : სოლომონ ცაიშვილი — ქართველი პუბლიცისტი. (გ. 1957)
- 6 მარტი : ევალდ აავი — ესტონელი კომპოზიტორი და საგუნდო დირიჟორი (გ. 1939)
- 7 მარტი : ფრიც ლონდონი — გერმანელი ფიზიკოსი. (გ. 1954)
- 8 მარტი : ოსანა აივაზაშვილი — ქართველი სტახანოველი მეაბრეშუმე
- 10 მარტი : პიტერ დე როუზი— ამერიკელი ჯაზ–პოპ მუსიკოსი. (გ. 1953)
- 2 აპრილი : რობერტო არლტი — არგენტინელი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი (გ. 1942)
- 5 აპრილი : ხორხე გონსალეს დე მარეესი — ჩილელი პოლიტიკოსი (გ.1962)
- 21 აპრილი : ჰანს ფრიჩე — ნაცისტი ფუნქციონერი და ჟურნალისტი (გ. 1953)
- 24 აპრილი : ლეონ კლეპერი — რუმინელი კომპოზიტორი (გ. 1991)
- 25 აპრილი : ვოლფგან პაული — შვეიცარიელი ფიზიკოსი (გ. 1958)
- 26 აპრილი: ჩარლზ ფრენსის რიხტერი – ამერიკელი ფიზიკოსი და სეისმოლოგი, რიხტერის სკალის ავტორი.
- 1 მაისი: ალექსანდერ ვატი — პოლონელი მწერალი (გ. 1967)
- 13 მაისი : ევგენ ღვალაძე — იურისტი, ეროვნული მოძრაობის მოღვაწე (გ. 1937)
- 20 მაისი: ერიკა კრემერი— გერმანელი ფიზიკოსი (გ. 1996)
- 5 ივნისი: დენის გაბორი — უნგრელი ფიზიკოსი (გ. 1979)
- 27 ივნისი : ალბერტ ჯუცი — შვეიცარელი ნაციონალური მუსიკოსი (გ. 1925)
- 29 ივნისი: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი — ფრანგი მწერალი და მფრინავი (გ. 1944)
- 12 ივლისი: ლევან ასათიანი — ქართველი ლიტერატურათმცოდნე (გ. 1955)
- 16 ივლისი : რობერტ შტამმი— გერმანელი პოლიტიკოსი და ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი (გ. 1937)
- 27 ივლისი: ჰანს ჰაუგი — შვეიცარელი კომპოზიტორი (გარდ. 1967)
- 4 აგვისტო : ლუი არმსტრონგი — ამერიკელი ჯაზ შემსრულებელი და კომპოზიტორი (გ. 1971)
- 10 აგვისტო : ჟან მანტელე— Moulinex–ის დამფუძნებელი ( გ. 1991)
- 18 აგვისტო :იმრე რეინერი —უნგრელი მხატვარი, გრაფიკოსი და ტიპოგრაფი (გ. 1987)
- 10 ოქტომბერი :დოდო ანთაძე — ქართველი რეჟისორი (გ. 1978)
- 14 ნოემბერი : ნინო ალექსი–მესხიშვილი — ქართველი მსახიობი
- 28 დეკემბერი : ნიკოლოზ ალექსიძე — ქართველი ენტომოლოგი (გ. 1970)
- 24 იანვარი : გიორგი წერეთელი — ქართველი მწერალი (დ. 1842)
- 30 ნოემბერი : ოსკარ უაილდი — ინგლისელი მწერალი (დ. 1854)
- 6 დეკემბერი : ბაბო ავალიშვილ-ხერხეულიძე — ქართველი მსახიობი (დ. 1851)