1912 - ვიკიპედია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1912 (ათას ცხრაას თორმეტი) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ორშაბათი და იულიუსის კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა კვირა. ამ წელს კალენდრებს შორის განსხვავება იყო 13 დღე. ეს წელი არის XX საუკუნის მე-2 დეკადის მე-2 წელი.
- 14 აპრილი : XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა და ჩაიძირა.
- 4 აგვისტო : პირველი სამგზავრო გადაფრენა განხორციელდა ლა მანშზე, მხოლოდ ორი მგზავრით.
- 5 აგვისტო : იაპონიაში პირველი ტაქსი გამოჩნდა გინზაში, ტოკიო.
- 1 იანვარი : ხერტეკ ანჩიმაა-ტოკა — ტუველი და საბჭოთა სახელმწიფო მოღვაწე (გ. 2008)
- 1 იანვარი : ვიქტორ ჩხიკვაძე — ქართველი იურისტი (გ. 2006)
- 3 იანვარი : ანდრო თევზაძე — ქართველი პოეტი (გ. 1967)
- 3 იანვარი : ფრედერიკო ბორელ გარსია — ესპანეთის რესპუბლიკის არმიის ჯარისკაცი ესპანეთის სამოქალაქო ომის წლებში (გ. 1936)
- 6 იანვარი : სელსო ემილიო ფერეირო — გალისიელი აქტივისტი (გ. 1979)
- 8 იანვარი : იმაი ტადასი — იაპონელი კინორეჟისორი. (გ. 1991)
- 10 იანვარი : დავით ბაქრაძე — საბჭოთა კავშირის გმირი (გ. 1977)
- 15 იანვარი : ჰორეს ლინდრუმი — ავსტრალიელი პროფესიონალი სნუკერისტი და კარომის მოთამაშე. (გ. 1974)
- 19 იანვარი : ლეონიდ კანტოროვიჩი — საბჭოთა მათემატიკოსი და ეკონომისტი (გ. 1986)
- 23 იანვარი : პავლე კოვალიოვი — უკრაინელი გეოგრაფი და ალპინისტი. (გ. 1996)
- 28 იანვარი : ჯექსონ პოლოკი — ამერიკელი ფერმწერი (გ. 1956)
- 2 თებერვალი : მილვინა დინი — ბრიტანელი კარტოგრაფი (გ. 2009)
- 6 თებერვალი : ევა ბრაუნი — წლების მანძილზე იყო ადოლფ ჰიტლერის რჩეული (გ. 1945)
- 17 თებერვალი : ანდრე ნორტონი — ამერიკელი მწერალი (გ. 2005)
- 19 თებერვალი : ანტონ ბუტიჯიჩი — მალტის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე (გ. 1983)
- 20 თებერვალი : პიერ ბული — ფრანგი ნოველისტი. (გ. 1994)
- 21 თებერვალი : ირაკლი ანთელავა — ქართველი ისტორიკოსი (გ. 1978)
- 24 თებერვალი : ირჟი ტრნკა — ჩეხი მხატვარი (გ. 1969)
- 14 მარტი : კლიფ ბასტინი — ინგლისელი ფეხბურთელი. (გ. 1991)
- 19 მარტი : ადოლფ გალანდი — გერმანელი სამხედრო მოღვაწე. (გ. 1996)
- 23 მარტი : ვერნერ ფონ ბრაუნი — გერმანელი და ამერიკელი მეცნიერი (გ. 1977)
- 12 აპრილი : არსენ მეკოკიშვილი — ქართველი სპორტსმენი, მოჭიდავე. (გ. 1972)
- 15 აპრილი : კიმ ირ სენი — ჩრდილოეთ კორეის მმართველი (გ. 1994)
- 22 აპრილი : სინდო კანეტო — იაპონელი კინორეჟისორი (გ. 2012)
- 30 მაისი : ჟღენტი, სერგი — ქართველი ენათმეცნიერი (გ.1963)
- 23 ივნისი : ალან ტიურინგი — ინგლისელი მათემატიკოსი (გ.1954)
- 25 აგვისტო : ერიხ ჰონეკერი — გდრ-ის პოლიტიკური მოღვაწე (გ. 1994)
- 17 ოქტომბერი : იოანე-პავლე I — რომის პაპი (გ.1978)
- 16 იანვარი : ჰაიმი, გეორგ —გერმანელი მწერალი (დ.1887)
- 12 ოქტომბერი : ოტო კრიუმელი — გერმანელი გეოგრაფი (დ. 1854)
- 28 ოქტომბერი : ისიკავა ტაკუბოკუ —იაპონელი პოეტი (დ.1885)