2004 - ვიკიპედია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
2004 (ორი ათას ოთხი) წელი — გრიგორიანული კალენდრის ნაკიანი წელიწადი, რომლის პირველი დღეა ხუთშაბათი. ეს წელი არის XXI საუკუნის 1-ლი დეკადის მე-4 წელი.
- 4 იანვარი : საქართველოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები.
- 25 იანვარი : საქართველოს პრეზიდენტი გახდა მიხეილ სააკაშვილი.
- 30 იანვარი : საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ეროვნული თანხმობის დეკლარაცია.
- 11 მარტი : ქ. მადრიდში მატარებელი ააფეთქეს ტერორისტებმა. დაიღუპა 191 ადამიანი.
- 14 მარტი : რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გაიმარჯვა ვლადიმერ პუტინმა.
- 22 მარტი : ისრაელის ჯარმა მოკლა „ჰამასის“ ლიდერი აჰმად იასინ.
- 5 მაისი : მოკლეს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ახმად კადიროვი.
- 6 მაისი : მრავალათასიანი საპროტესტო აქციების ფონზე თანამდებობიდან გადადგა ასლან აბაშიძე.
- 21 ივნისი : მსოფლიოში პირველი კერძო მართვადი კოსმოსური ხომალდი „SpaceShipOne“ გავიდა კოსმოსში.
- 13 აგვისტო : ათენში დაიწყო ოლიმპიური თამაშები.
- 1 სექტემბერი : ჩრდილოეთ ოსეთის ქ. ბესლანში ტერორისტებმა სკოლა დაიკავეს. 3 საქტემბრამდე გაგრძელდა და 350-ზე მეტი დაიღუპა.
- 11 ნოემბერი : გარდაიცვალა პალესტინის პოლიტიკური ლიდერი იასირ არაფატი.
- 22 ნოემბერი : უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ვიქტორ იანუკოვიჩმა. მაგრამ ამ შედეგის მიმართ დიდი მასშტაბით დაიწყო სახალხო პროტესტი.
- 26 დეკემბერი : ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე მოხდა ძლიერი მიწისძვრა. მოჰყვა 150.000-ზე მეტი მსხვერპლი.
- 26 დეკემბერი : უკრაინაში ხელახლა ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ვიქტორ იუშჩენკომ.
- 1 მაისი : ჩარლი დამელიო — ამერიკელი ინტერნეტ-სელებრითი, ტიკ-ტოკერი და მოცეკვავე
- 31 ივლისი : ირინა ხავრონინა — რუსი მოციგურავე
- 3 ოქტომბერი : ნოა შნაპი — ამერიკელი მსახიობი
- 9 მაისი : კადიროვი, აჰმად — ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი (დ. 1951)
- 5 ივნისი : რეიგანი, რონალდ — აშშ-ს მე-40 პრეზიდენტი (დ. 1911)
- 10 ივნისი : ჩარლზი, რეი — ამერიკელი მუსიკოსი (დ. 1930)
- 24 სექტემბერი : საგანი, ფრანსოაზ — ფრანგი მწერალი (დ. 1935)
- 20 ოქტომბერი : ნანული შევარდნაძე — საქართველოს ყოფილი პირველი ლედი (დ. 1929)
- 11 ნოემბერი : არაფატი, იასირ — პალესტინის პოლიტიკური ლიდერი (დ. 1929)