ka.wikipedia.org

Game.com - ვიკიპედია

  • ️Mon Sep 02 2019

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Game.com

ორიგინალი Game.com
მწარმოებელი Tiger Electronics[1]
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეხუთე თაობა
გამოშვების თარიღი Game.com
[[თარგი:ქვეყნის მონაცემები ᲐᲨᲨ|ᲐᲨᲨ]] აგვისტო, 1997
UK 1997
Game.com Pocket Pro [[თარგი:ქვეყნის მონაცემები ᲐᲨᲨ|ᲐᲨᲨ]] მაისი/ივნისი, 1999
თავდაპირველი ფასი 69.95 აშშ დოლარი (ორიგინალი მოდელი)
29.99 დოლარი (Pocket Pro)
შეწყდა 2000
გაიყიდა 300,000
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება 4 × AA ბატარეა ან AC ადაპტერი (ორიგინალი მოდელი)
2 x AA ბატარეა (Pocket Pro)
პროცესორი Sharp SM8521
კავშირი 14,4 kbit/s მოდემი

Game.comმეხუთე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Tiger Electronics-ის მიერ, რათა კონკურენცია გაეწია Nintendo-ს Game Boy-სთვის.[2] Game.com აშშ-ში გამოვიდა 1997 წლის აგვისტოში,[3] იმავე წლის ბოლოს — გაერთიანებული სამეფოში. 1999 წლის შუა პერიოდში გამოიცა კონსოლის შემცირებული ვერსია Game.com Pocket Pro.

სისტემა ვიზუალურად წააგავდა Sega-ს Game Gear-ს. იგი მოიხმარდა Sharp-ის SM8521 8-ბიტიანი ცენტრალურ პროცესორს და შავ-თეთრ სენსორულ ეკრანს.[4] ფუნქციონირებისთვის ესაჭიროებოდა 4 ცალი AA ბატარეა[4] ან AC ადაპტერი. ორიგინალ მოდელს ინტერნეტზე მისაერთებლად ჰქონდა 14,4 kbit/s მოდემის მხარდაჭერა მრავალმოთამაშიან რეჟიმში სათამაშოდ.[5]

Game.com პირველი კონსოლია, რომელსაც გააჩნდა სენსროული ეკრანი და ინტერნეტზე მიერთების შესაძლებლობა. მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 69.95 აშშ დოლარს.[6] მასში ჩაშენებული იყო ბანქოს თამაში „Solitaire“, ხოლო კომპლექტში მოჰყვებოდა თამაში: „Lights Out“. საერთო ჯამში სისტემაზე გამოიცა 20 თამაში,[7] რომელთა უმეტესობა შეიმუშავა Tiger Electronics-მა.[8] კარტრიჯის ფასი მერყეობდა 14-დან 30 დოლარამდე.[9]

1999 წლის ივნისში 29.99 აშშ დოლარად გამოვიდა კონსოლის შემცირებული ვერსია Game.com Pocket Pro, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ხუთ სხვადასხვა ფერში. წინამორბედისგან განსხვავებით ესაჭიროებოდა მხოლოდ ორი ცალი AA ბატარეა, თუმცა არ გააჩნდა ინტერნეტთან დაკავშირების ფუნქცია. 2000 წელს მისი წარმოება შეწყდა.[10] საერთო ჯამში გაიყიდა Game.com-ის 300,000-ზე ნაკლები ეგზემპლარი.

  1. „Computerworld“. 31 (51). IDG Enterprise: 63. ISSN 0010-4841.
  2. Beck, Rachel (10 თებერვალი, 1997). „New toys linked to movies“. Battle Creek Enquirer. Associated Press. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2017.
  3. Simross, Lynn (12 აგვისტო, 1997). „Play, Then Get Serious“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2017.
  4. 4.0 4.1 „New Handheld Roars into Portable Market“. Electronic Gaming Monthly. Ziff Davis (94): 19. მაისი, 1997.
  5. Beuscher, Dave. Game.com Biography. AllGame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი, 2014.
  6. „Game-player plus“. Philadelphia Daily News. 21 აგვისტო, 1997. ციტირების თარიღი: 25 ნოემბერი, 2017.
  7. Games for the Game.com. AllGame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერივმნ, 2014.
  8. Reparaz, Mikel (29 მარტი, 2011). „The Top 7... failingest handhelds“. GamesRadar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-02. ციტირების თარიღი: 18 სექტემბერი, 2018.
  9. „Tiger Roars“. GamePro. ივლისი, 1999. p. 42. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2018.
  10. Zigterman, Ben (December 16, 2013). „The 10 worst video game consoles of all time“. bgr.com.

    

სახეობები
თაობები
მეხუთე
თაობა

სახლის

პორტატიული

    

Bandai

Game Park/
Holdings
Nintendo
Nokia
Sega
SNK
Sony
Tiger
VTech
სხვა

1970-იანები

1980-იანები

1990-იანები

2000-იანები

2010-იანები