ვიკიციტატა - ვიკიპედია
- ️Thu Jul 10 2003
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Wikiquote)
ვიკიციტატა | |
---|---|
![]() ვიკიციტატის ლოგო | |
საიტი | wikiquote.org |
კომერციულობა | არა |
საიტის ტიპი | ციტატების საცავი |
რეგისტრაცია | არასავალდებულო |
ხელმისაწვდომი ენა | მრავალენოვანი |
მფლობელი | ფონდი ვიკიმედია |
შემქნელი | ჯიმი უელსი და ვიკიპედიელები |
გაეშვა | 10 ივლისი, 2003; 21 წლის წინ |
Alexa-ს რეიტინგი |
![]() |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
ვიკიციტატა (Wikiquote) — „ფონდ ვიკიმედიის“ ერთ-ერთი პროექტი, ცნობილი პიროვნებების ციტატების თავისუფალი კრებული.
ვიკიციტატის ქართული განყოფილება შეიქმნა 2006 წლის 23 სექტემბერს. დღეს ვიკიციტატა უკვე 89 ენაზეა შექმნილი.[2]
ვიკიციტატების, როგორც ვიკიმედიის სხვა პროექტების, მთელი შიგთავსი ხელმისაწვდომია GNU Free Documentation License-ის თანახმად.
ქართული ვიკიციტატა 162 სტატიას მოიცავს.
- სიზუსტე — ვიკიციტატა მიისწრაფის მაქსიმალური სიზუსტისკენ, ანუ ციტატა თავდაპირველი სახით უნდა უნდა იყოს წარმოდგენილი.
- ყოვლისმომცველობა — ვიკიციტატაში გროვდება რაც შეიძლება მეტი პიროვნების, ნაწარმოების, ფილმის და პერსონაჟის ციტატები.
- მნიშვნელოვნება — ციტატა უნდა იყოს მნიშვნელოვანი, ან ძალიან პოპულარული, ან მნიშვნელოვანი წყარო უნდა გააჩნდეს.
- ↑ Wikiquote.org Site Info. Alexa Internet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-29. ციტირების თარიღი: 2016-10-10.
- ↑ Wikiquote Statistics. Wikipedia:Meta. ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2016.