ka.wiktionary.org

ქართული - ვიქსიკონი

  1. საქართველოს ან ქართველების კუთვნილი, დამახასიათებელი.
    ქართული ენა. ქართული ანბანი. ქართული ნაწარმი
    ქართულ სათამაშოებს ბავშვები თავის ხელით აკეთებენ.“
    „საქართველოც ჩვენი ცხოვრების ხეა, საკუთარ ქართულ ნიადაგზე დანერგილი და ზედ ქრისტეს სჯულია დამყნილი.“
    • 1861: ილია ჭავჭავაძე, „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა“
    „რამდენი ნამდვილობა და ჭეშმარიტებაა მის წმინდა ქართულ პოეტიკურ დარდებში, კვნესაში და ნატვრაში!“
    ➤ ანტონიმები: არაქართული
  2. ქართული ენის კუთვნილი, ქართულ ენაზე ნათქვამი, დაწერილი.
    ქართული სიტყვა. ქართული ვიქსიკონი. ქართული ლექსი
    ქართულ ლექსის გაგონებამ იოვანე ააჩქარა, ტანში რაღაც უნებურმა ჟრუანტელმა დაუარა.“
    ➤ სინონიმები: ქართულენოვანი
    ➤ ანტონიმები: არაქართული, არაქართულენოვანი
  1. ქართული ენა.
    ქართულს სწავლობს. ქართული იცის. ქართულში შვიდი ბრუნვაა
    „უცებ რომ ჩვენმა წინაპრებმა წამოიწიონ და ყური უგდონ დღევანდელ ქართულს, ნებაყოფლობით უკანვე ჩასცვივდებიან საფლავებში.“
    ➤ სინონიმები: ქართული ენა
  2. სასაუბრო: ქართული ენის გაკვეთილი სკოლაში ან სხვა სასწავლებელში.
    ქართულში დავალება რა გვაქვს?. ქართულს მეცადინეობს. ქართულში ათიანი მივიღე
  3. ერთ-ერთი ქართული ეროვნული ცეკვის საკუთარი სახელი, ცეკვა „ქართული“
    ქართულს ცეკვავს
    „ახლა დეისაძე და ქავთარაძე იცეკვებენ ქართულს, მერე ვაჟა ალხაზიშვილი წაიკითხავს „ბაკურს” და ფათუშას ჯერია.“
➤ წარმოებული სიტყვები: აქართულებს, გააქართულებს, გადააქართულებს, გადაქართულდება, გადაქართულებული, გადმოაქართულებს, გადმოქართულებული, გადმოქართულდება, გაუქართულებს, გაქართულება, გაქართულდება, გაქართულებული, ექართულება, მოქართულე, უქართულებს, ქართულენოვანი
➤ შესიტყვებები: ქართული ენა, ქართული ანბანი

საქართველოს ან ქართველების კუთვნილი, დამახასიათებელი  

ქართულ ენაზე ნათქვამი, დაწერილი, ქართულენოვანი  

  • საჯარო მოხელის ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, თამარ ვაშაკიძე, ავთანდილ არაბული, თეა ბურჭულაძე, თბილისი, 2022, გვ. 523