ka.wiktionary.orgყელი - ვიქსიკონი
- კისრის წინა (ქვედა) ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია საყლაპავი და სასულე მილები.
- ➤ სინონიმები: ხახა, სასულე, საყლაპავი, ყანყრატო, ყრონტი, ყია
- ➤ ანტონიმები: კისერი
- თავისა და მხრების შემაერთებელი, ყელ-კისერი.
- ზოგი ჭურჭლის (დოქის, სურის, თუნგის და მისთ.) მუცლის ზევითა ვიწრო ნაწილი.
- ➤ სინონიმები: სახელური
- ფეხსამოსის კოჭებს ზევითა ნაწილი.
- წისქვილის ზედა ქვის ნახვრეტი, რომელშიც მარცვალი ცვივა.
- იგივეა, რაც რვილი.
- ხმელეთის ორი ნაწილის შემაერთებელი მიწის ზოლი ზღვაში.
- გადასასვლელი, უღელტეხილი.
- ➤ სინონიმები: უღელტეხილი
- ➤ წარმოებული სიტყვები: ყელ-კისერი, ყელსაბამი
- ➤ შესიტყვებები: ყელის გამოღადვრა, ყელის გამოჭრა, ყელის ჩასაკოკლიზინებელი, ყელის ჩასველება, ყელისჭრა მუშაობა, ყელში ხელის წაჭირება
- ➤ იდიომები: ყელში ამოდის
- ➤ ანდაზები: მსუქანს ყელი იცნობსო და მძიმეს - ხელიო.
- ვულკანური მთა აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში.
- აქვს დაციტური ასაკის ვულკანური გუმბათი, რომლის შეფარდებითი სიმაღლეა 500 მ, ხოლო დიამეტრი 1500 მ.
ყელის ტბა
- ვულკანურ-მყინვარული გენეზისის ტბა საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტში.
სუეცის არხი, რომელიც კვეთს სუეცის ყელს
- ხმელეთის ვიწრო ზოლი, რომელიც აერთებს ხმელეთის დიდ ნაწილებს.